კეტი პერი და ორლანდო ბლუმი მალე მშობლები გახდებიან!

    ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი ამერიკელი მომღერალი, კეტი პერი ორსულადაა. ის და მისი საქმრო, მსახიობი ორლანდო ბლუმი მალე მშობლები გახდებიან.

    35 წლის მსახიობმა ახალი სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა სახელწოდებით Never Worn White. სწორედ ამ ვიდეოს შემდეგ დაიწყეს ფანებმა იმის განხილვა, ნამდვილად ორსულადაა კეტი თუ არა.

    მოგვიანებით მომღერალმა ინსტაგრამის ლაივში გადანცხადა, რომ ეს ყველაზე ხანგრძლივი საიდუმლო იყო მის ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე შეუნახავს. მან დაადასტურა, რომ ის და ორლანდო მართლაც ელოდებიან პატარას.

    ორლანდო ბლუმს უკვე ჰყავს 9 წლის ვაჟი მოდელ მირანდა კერისთან. კეტისტვის კი ეს პირველი შვილი იქნება.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი