კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ქორწილისთვის ემზადებიან

    ამერიკელი მომღერალი კეტი პერი და ინგლისელი მსახიობი ორლანდო ბლუმი თებერვალში, ვალინტინობის დღეს დაინიშნენ. საზოგადოებამ ეს ინსტაგრამიდან გაიგო, სადაც მომღერალმა ნიშნობის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე მას ვარდისფერთვლიანი ბეჭედი უკეთია, უკან კი გულის ფორმის ბუშტები ჩანს.

    მიუხედავად ამ განწყობისა, წყვილი დაქორწინებას არ ჩქარობს და არც ქორწილის თარიღი აქვთ შერჩეული. წყაროს ინფორმაციით “ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ და მშვიდად გეგმავენ, თუ როგორი იქნება მათი საქორწილო ცერემონია. სავარაუდოდ, ქორწილი რომანტიული და პომპეზური არ იქნება.”

    შეგახსენებთ, რომ კეტი პერი წარსულში გათხოვილი იყო რასელ ბრენდზე, ხოლო ბლუმის მეუღე მირანდა კერი გახლდათ. მირანდას და ორლანდოს საკმაოდ მოკრძალებული ქორწილი ჰქონდათ, ხოლო კეტის და რასელს კი ექსტრავაგანტული. ორლანდოს მეგობრის ინფორმაციით, ორლანდოს და კეტის ქორწილი ამჯერად არც ძალიან პომპეზური და არც უბრალო არ იქნება.

    View this post on Instagram

    full bloom

    A post shared by KATY PERRY (@katyperry) on

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი