კეტი პერი SpaceX -ის გაშვებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა

    მალე SpaceX “ნასას” ორ ასტრონავტს კოსმოსში გაიყვანს. კეტი პერი ამასთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს. ფოტოებში ის ვერცხლისფერ კაბასა და ფეხსაცმელებშია გამოწყობილი. მომღერალი ყოველთვის გამოირჩეოდა კოსტიუმების სიყვარულით და ექსტრავაგანტული ჩაცმულობით. სტილს არც ამჯერად უღალატა – თავისი ჩაცმულობითა და პოსტით ყველას მოუწოდა, რომ თვალი ადევნონ ამ ისტორიულ მოვლენას.

    ცოტა ხნის წინ “ვოგმაც” დადო კეტი პერის ფოტო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომ მომღერალს “ბალენსიაგას” სამოსი ეცვა. დემნა გვასალიამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა მომღერლის ფოტო და აღნიშნა, რომ ეს ულამაზესი ვერცხლისფერი კაბა 2020 წლის კოლექციიდანაა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი