ქეთი ხატიაშვილი: “რაც 30 წლის გავხდი, მივხვდი რომ კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება”

    წარმატებული ტანმოვარჯიშე, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონის გამარჯვებული და ამჟამად ჟიურის წევრი, ტელეწამყვანი, ტანვარჯიშის საკუთარი აკადემიის მფლობელი – ეს ყველაფერი ქეთი ხატიაშილის საქმიანობის სფეროებია. 30 წლის ასაკში უკვე საკმაოდ წარმატებული და შემდგარი ქალია. ქეთი მუდმივად უწევს პროპაგანდას ჯანსღ ცხოვრებას და ამ კუთხითაც სხვადასხვა კამპანიასა თუ პროექტებშიც ხშირად ერთვება. ამ რეჟიმს დედობასაც უთავსებს და შვილის აღზრდაში აქტიურადაა ჩართული.

    გარდა იმისა, რომ სპორტული კარიერიდან გამომდინარე ფორმაში ყოფნა მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, როგორც აღმოჩნდა, სილამაზის სფეროშიც საკმაოდ კარგად ერკვევა. საკუთარი გამოცდილება მან Beauty Magazine-საც გაუზიარა.

    ქეთი, რა არის ის აუცილებელი რუტინა, რასაც ყოველ დილას და საღამოს მიმართავთ?

    პირველ რიგში, ჩემთის ყველაზე მნიშნელოვანია ძილი. თუ არ გამოვიძინე, არ აქვს არანაირ პროცედურას აზრი. 8-9 საათი  აუცილებლად მძნავს. თუ გვიან ვიძინებ და ადრე მიწევს ადგომა, შუადღისას მაინც ვინაზღაურებ ძილს. დღეს დილის 8-ის ნახევარზე ვიწყებ, შემდეგ მცირე ოდენობით საუზმეს მივირთმევ – იმისათვის, რომ კუჭმა დაიწყოს მუშობა, კარგი მეტაბოლიზმი იყოს. დამატენიანებელს ვისვამ ყოველ დილით და თუ ვასწრებ ფრეშსაც ვსვამ ხოლმე (მაგალითად, წყლით გაზავებულ ბროწეულის წვენს). რაც შეეხება საღამოს, სახლში 10-ის ნახევრისთვის ვბრუნდები. ვცდილობ ამ დროს აღარ მივირთვა ხოლმე და ზოგადად, 7 საათის შემდეგ აღარ ვჭამო. იმ შემხვევაში თუ სადილის შემდეგ აღარ მომიწია კვება, მაშინ სახლში მისული ხილს ვჭამ. რაც შეეხება სახის მოვლას, დღის ბოლოს აუცილებად გამწმენდი საშუალებით ვიწმენდ, ვისამ დამატენიანებელს. შეიძლება ნიღაბი ან აღმდგენი კრემიც დავახმარო ხოლმე. რაც 30 წლის გავხდი, უფროდაუფრო ვხვდები, რომ სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.

    რამდენად ხშირად სტუმრობთ კოსმეტოლოგებს და თუ ითვალისწინებთ მათ რჩევებს?

    რაღაცნაირად სულ ვიცოდი, რომ 30 წლის შემდეგ კოსმეტოლოგებისთვის უნდა მიმემართა და სხვადასხვა პროდედურების გაკეთება დამეწყო. ასეც მოვიქეცი. არ ვმალავ რომ ვიკეთებ ბოტოქსს და იმ პროცედურებს, რაც ესაჭიროება კანს. ვითვალისწინებ კოსმეტოლოგების რჩევებს. ვფიქრობ, ზომიერად და საჭიროებისამებრ ვაკეთებ ამას.

    გაგიკეთებიათ თუ არა პლასტიკური ოპერაცია? ან რას შეცვლიდით გარეგნობაში?

    არა, არ მიმიმართავს. ყველაფერი მაკმაყოფილებს ჩემი სახიდან და ვთვლი, რომ ბუნებრიობა ყველაზე დიდი სილამაზეა. თუმცა მგონია, რომ თუ ვინმეს რამე სახის კომპლექსი აქვს, აუციებალდ უნდა შეცვალოს. მე მაგალითად, ფილერი გამოვიყენე სახეზე და ძალიან კმაყოფილი დავრჩი. კიდევ მოვიხმარ ამ საშუალებას, თუ დამჭირდება.

    ყოველდღიურად თუ ატარებთ მაკიაჟს და თვლით თუ არა, რომ კოსმეტიკაში ფული არ უნდა დაგვენანოს?

    ჩემი ცხოვრებისეული რუტინა არის სპორტთან დაკავშირებული. რადგანაც კვირაში 5 დღე ასეთია, აქედან გამომდინარე მაკიაჟს ყოველდღიურად ვერ მოვიხმარ. მაგრამ თუ სადმე გავდივარ ან ღონისძიებას ვესწრები, აუცილებალად, დიდი სიამოვნებით ვიკეთებ მაკიაჟს. მაქვს ბევრი ძვირადღირებული ფუნჯი და კარგი ხარისხის კოსმეტიკა. ვფიქრობ, გოგომ უნდა დახარჯოს თანხა კოსმეტიკურ საშუალებებში. ყველას ვურჩევ ჰქონდეს ერთი და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და უხარისხო. ხარისხი ყოველთვის ჩანს ხოლმე მაკიაჟზე. არ უნდა დაინანოთ თანხები კოსმეტიკაზე. ყველა ქალს უხდება მაკიაჟი, ოღონდ ზომიერად. მაგალითად, საქმიან შეხვედრაზე smokey eyes-ით არ უნდა მიხვიდე.

     

    როგორი დღის რეჟიმი გაქვს?

    ძირითადად, ყოველდღე 07:30 საათზე ვიღვიძებ, ვამზადებ ბავშვს სკოლისთვის. შხაპის შემდეგ ვისვამ დამატენიანებელ საცხს (რადგანაც ძალიან გამომშრალი კანი მაქვს). შემდეგ ვსაუზმობთ. როგორც გითხარით, ეს შეიძლება იყოს ფრეში, კვერცხი ან ტოსტი. 08:15 საათზე ბავშვი სახლიდან გამყავს და ვტოვებ სკოლაში. ამის შემდეგ მივდივარ ფიტნეს კლუბში. ამ დროს მაქვს ხოლმე თავსუფალი დრო, ამიტომ ვვარჯიშობ, საუნაში შევდივარ, ან მასაჟს ვიკეთებ. ხანდახან სოლარიუმშიც შევდივარ. დარბაზის მერე საქმეებზე, შეხვედრებზე გავდივარ. ორი საათისთვის ვსადილობ. ძირითადად წვნიანებს მივირთმევ. 4 საათისთვის უკვე ტანვარჯიშის დარბაზში ვარ, 8-9 საათამდე აქ მიწევს ხოლმე ყოფნა. სახლში მისული იშვიათად მსუბუქად ვჭამ – მაწონს, ხილს ან 100 გრამ მოხარშულ ხორცს. შემდეგ თავის მოვლის პროცედურებს მივმართავ და ვწვები დასაძინებლად, რომ მეორე დილამდე დასვენება და გამოძინება მოვასწრო.

    ანუ ძირითადად ჯანსაღად იკვებებით.

    კი, მაგრამ ძალიან მსუნაგი ვარ. ხინკალი, მწვადი, კანჭი, ლუდი მიყვარს და ამითაც ვინებივრებ ხოლმე თავს. უბრალოდ, მე მაქვს საშუალება, რომ ყოველდღიური ვარჯიშებით ეს კალორიები უცებ დავწვა. ზოგადად, გემრიელად კვება დიდი სიამოვნებაა და ვფიქრობ, ყველამ უნდა მიირთვას ასე.

    რამდენად ხშირად ირუჯები?

    ზაფხულში მზეზე ვირუჯები და სოლარიუმში არ დავდივარ. ზამთარში კი, რადგანაც დუბაიში ხშირად მიწევს გამგზავრება, იქ ვიღებ ხოლმე რუჯს. ახლა დიდი ხანია არ ვყოფილვარ. საერთოდ, ჩემს სახის კანს ძალიან უხდება სოლარიუმი. ამტომაც ამ მიზეზითაც ვსარგებლობ ხოლმე ამ აპარატებით.

    საქმიანობასაც რომ შევეხოთ – ცეკვავენ ვარსკვლავების ჟიურიში ხართ, საკუთარი აკადემია გაქვთ. კიდევ სად შეიძლება გიხილოთ და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

    ჩართული ვარ USAID-ის ნარჩენების მართვის პროექტში. ზოგადად, მიმაჩნია, რომ ბავშვებს სწორად და ჯანსაღად ცხოვრება ადრეული ასაკიდან უნდა ვასწავლოთ. ძალიან დიდ პროპაგანდას ვუწევ ჯანსაღ ცხოვრებას. 2020 წლის ზაფხულში ბათუმში ამასთან დაკავშირებით ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. ასე რომ, წინ ბევრი სასიამოვნო სიახლე გველოდება.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი