კეტი პერი ქართველი დიზაინერის საყურეებით გამოჩნდა!

    ცოტა ხნის წინ კეტი პერი ჯიმი კიმელის შოუში მიიწვიეს. გადაცემაში სტუმრად მისულ მომღერალს ქართული ბრენდის, Hellenium-ის საყურეები ეკეთა.

    სოფო ალადაშვილი: “რამდენიმე წელია, რაც ქუდების კეთება დავიწყე ქართული ორნამენტებით. სამკაულების გაკეთებას ახლახან შევუდექი და დაახლოებით 10 დღის წინ TATA PR AGENCY-ს გავუგზავნე ლოს ანჯელესში. დღეს, ინსტაგრამზე მოულოდნელად მომივიდა შეტყობინება, რომ კეტი პერიმ დამთაგა თავის ფოტოზე და მადლობა გადამიხადა! შემდეგ თათამაც დამირეკა. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ზოგადად, ასეთ დროს დიზაინერს ვარსკვლავის სტილისტი თაგავს, ჩემს შემთხვევაში კი თავად კეტიმ დამთაგა.

    რაც შეეხება თათა ქართველიშვილს, ის ცხოვრობს ლოს ანჯელესში და შოუ რუმი აქვს ბევერლი ჰილსზე. საქმიანი ურთიერთობა აქვს სტილისტებთან, რომლებიც ორიენტირებულები არიან მოდის მიმდევრებსა და ცნობილ ვარსკვლავებზე. ისინი მიდიან თათასთან, არჩევენ აქსესუარებს და ტანსაცმელს, შემდეგ კი ცნობილ სახეებს აცმევენ…”

    Hellenium-ის ვერცხლის მოოქროვილი საყურე, რომელსაც იშვიათი მარგალიტი ამშვენებს, თბილისში, ჭოველიძის 8 ნომერში მდებარე Georgian Designers Room-ში შეგიძლიათ შეიძინოთ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი