კიდევ ერთი ოქროსფერი კაბა “მეფე ლომის” წვეულებისთვის

    მას შემდეგ, რაც “მეფე ლომის” ტრეილერი გამოვიდა, ბიონსესთვის ოქროსფერი საყვარელ ფერად იქცა.  Queen Bey ნალას პერსონაჟს ახმოვანებს, ამიტომაც პრემიერისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ღონისძიებაზე ის გრძელ, ოქროსფერ კაბაში გამოწყიბილი მივიდა. თუმცა, ოქროსფერის ამბავი აქ არ დასრულებულა.

    ძალიან მალე პრემიერის შემდგომი წვეულება (after party) გაიმართა. ბიონსეს აქაც ოქროსფერი კაბა ამშვენებდა, რომელიც დიზაინერ Dion Lee-ს მიერ არის შექმნილი. კაბას მომღერალმა ამავე დიზაინერის, იგივე ფერისა და ნაჭრის თრენჩი და ულამაზესი ოქროსფერი ფეხსაცმელი შეუხამა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი