კიდევ ერთი ქართველი დიზაინერი გლობალურ ბაზარზე!

    ქართველი დიზაინერი, აკა პროდიაშვილი ცნობილი ბრიტანული ჟურნალისა და ონლიან გამოცემის Dazed & Confused –ის 2019 წლის  ასეულში მოხვდა. გამოცემა ყოველ წელს ასეულს ადგენს იმ ადამიანებისაგან რომლებმაც  გაბედეს და კულტურული სტიგმების დამსხვრევა სცადეს!

    ისეთ სფეროებში როგორიცაა მოდა და ვიზუალური ხელოვნება დღეს თბილისში ერთგვარი კულტურული რევოლუცია ხდება. ახალგაზრდა ხელოვანები არსებული კონსერვატიზმის წინააღმდეგ საკუთარი შემოქმედებით ილაშქრებენ.

    აკას შემოქმედება საოცრად კემპური და პოლიტიკურია, ამიტომაც სასიხარულოა, როდესაც ახალბედა, ახალგაზრდა ქართველ ხელოვანს მეტნაკლებად ეძლევა გლობალურ მარკეტზე გასვლის შანსი. ამის კარგი მაგალითია დიზაინერის კოლაბორაციები ვენესუელელ მომღერალთან და პროდუსერთან რომელიც Arca-ს ფსევდონიმით მოღვაწეობს.

    ვინ იქნება შემდეგი ცნობილი მომხმარებელი? პროდიაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ყოვლად ავანგარდული ისლანდიელი მუსიკოსი, ბიორკი იქნება.

    ავტორი:გიორგი გუნჯუა

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი