კიმ კარდაშიანი 40 წლის გახდა

    კიმ კარდაშიან ვესტი 40 წლის გახდა. მეუღლემ და ოჯახის წევრებმა მას სიურპრიზი მოუწყვეს და ვიწყო წრეში, უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინებით (ყველა სტუმარმა ტესტი გაიკეთა და პირბადეს ატარებდა), დაუვიწყარი წვეულება გამართეს.

    კიმს უთხრეს, რომ ფოტო გადაღებაზე ეპატიჟებოდნენ და როდესაც ის დარბაზში შევიდა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – დაბადების დღის ინტერიერი მისი პირველი მანქანითა და ბავშვობის ფოტო-ვიდეო კადრებით იყო გაფორმებული.

    როგორც თავად კიმმა აღნიშნა, დაბადების დღე ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენა იყო კარდაშიანების ოჯახში და მისი ყველა დღეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა არსებობს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი