კიმ კარდაშიანი მალიბუს პლაჟზე ბრჭყვიალა ბიკინით გამოჩნდა

    კიმ კარდაშიანი კარანტინს ოჯახის წევრებთან ერთად, კალიფორნიაში ატარებს. პარალელურად უძღვება ბიზნესს (SKIM, KKW Beauty) და აგრძელებს კარდაშიანების რეალითი შოუს გადაღებას გადამღები ჯგუფის გარეშე.

    გუშინ, 4 შვილის დედა, 39 წლის კიმი პლაჟზე გამოჩნდა. იგი Hunza-ს ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმით მალიბუს პლაჟზე სეირნობდა. როგორც ირკვევა, კიმი და კანიე ვესტი ერთმანეთს ეხმარებიან ბავშვების მოვლაში და ცდილობენ, პასუხისმგებლობები თანაბრად გაინაწილონ.

    წყაროს ინფორმაციით “ოთხივე ბავშვი სახლშია, ამიტომ მათ სახლში დიდი ქაოსია. გასულ კვირას კანიემ ბავშვები უაიომინგში წაიყვანა, რომ კიმისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ისინი ვალდებულებებს თანაბრად ინაწილებენ.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი