კიმ კარდაშიანი ახალ სკანდალში ეხვევა! ამჯერად მას სომხები აკრიტიკებენ

    ივლისში კიმ კარდაშიანმა საცვლების ახალი ხაზის, kimono-ს გამოშვება დაანონსა. იაპონური საზოგადოება ამ ამბავს აღშფოთებით შეხვდა: მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ სხეულის ფორმების მაკორექტირებელი საცვლებისა და ტოპების ხაზს კიმმა იაპონელების ნაციონალური სამოსის სახელი დაარქვა. კარდაშიანი იძულებული გახდა სახელი შეეცვალა და კოლექციას SIMS უწოდა.

    თუმცა, უსიამოვნებები ამით არ დასრულებულა. ქანიე უესტის მეუღლეს ამჯერად ამერიკის სომეხთა ეროვნულმა კომიტეტმა შეუტია. საქმე ისაა, რომ კიმის კოლექცია თურქეთში იკერება. ორგანიზაციის თქმით, ოსმანთა იმპერია სომხების გენოციდზეა პასუხისმგებელი და კარდაშიანის თურქეთთან თანამშრომლობა არაკორექტული ნაბიჯია. კიმმა საპასუხოდ Twitter-ზე დაწერა: ,,როდესაც პირველად დავიწყე ოცნება ჩემი კოლექციის შექმნაზე, თავიდანვე ჩავიფიქრე, რომ იგი ყველანარიად იდეალური ყოფილიყო. ჩემს სტანდარტებს ყველაზე კარგად სწორედ თურქეთი პასუხობს.’’ ვარსკვლავმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგია.

    ავტორი: ნათია აბრამიშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი