კიმ კარდაშიანის ცნობილი ბანდაჟი SKIMS, რომელიც იდეალურად აკორექტირებს სხეულის ფორმებს, უკვე გაყიდვაშია. უფრო კონკრეტულად, მისი შეძენა ამ ეტაპისთვის Nordstorm-ის ონლაინ მაღაზიაში შეიძლება.
სხეულის ფორმების საკორექციო ხაზი კიმ კარდაშიანმა გასული წლის შემოდგომით გამოუშვა და მას საკუთარი საიტის მეშვეობით ყიდდა. დღეიდან კი Nordstorm-ის 25 მაღაზიაში (მათ შორის ონლაინ მაღაზიაში) გაიყიდება, მთელი ამერიკის მასშტაბით.
ვარაუდობენ, რომ SKIMS ბანდაჟები რეკორდული სისწრაფით ამოიყიდება.













