კიმ კარდაშიანმა სათვალეების ახალი ხაზი შექმნა!

    თუ ხშირად უყურებთ სხვადასხვა ცნობილი მეიქაფ ინფლუენსერების ვიდეოგაკვეთილებს, შეამჩნევდით, რომ კიმ კარდაშიანის სტილი თითქმის ყველგან იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ვასკვლავს ხშირად აკრიტიკებენ, უმეტესობა მას მაინც ბაძავს.

    ამჯერად, კიმ კარდაშიანმა გადაწყვიტა, სათვალეების ბიზნესში სცადოს ბედი და კაროლინა ლემკისთან კოლაბორაციით ახალი ხაზი შექმნა. ეს არის დიდი ზომის სათვალეები ფუტურისტულ ფერებში. სარეკლამო კამპანიის ფოტოებზე, კიმ კარდაშიანი წინა ხაზში დგას. მას და დანარჩენ მოდელებს იდენტურად აცვიათ და ისე ჰგვანან ერთმანეთს, რომ შესაძლოა ვერც გაარჩიოთ.

    კოლექციის ნაწილი 2019 წლის 19 მარტს გამოვა, ხოლო სრული კოლექცია აპრილის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. სათვალეების ღირებულება მინიმუმ 90 დოლარი იქნება.

      

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი