კიმ კარდაშიანს და კენი ვესთს მეოთხე შვილი შეეძინათ

    კიმ კარდაშიანმა ეს ამბავი საზოგადოებას თვითერის საშუალებით ახარა. “He’s here and he’s perfect” – დაწერა მან. კიმი და კენი ბიჭუნასთვის სომხური სახელის დარქმევას აპირებენ. კიმმა ჯერ კიდევ იანვარში დაწერა სოციალურ ქსელში, რომ მომავალი შვილისთვის სომხურ სახელს ეძებდა. ამით წყვილი პატივისცემას გამოხატავს კიმის ოჯახისა და წარმომავლობის მიმართ.

    როგორც ცნობილია, პატარა სუროგატმა დედამ გააჩინა, რადგან დაორსულების შემთხვევაში კიმის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას. წყვილს მესამე და მეოთხე ბავშვიც  სუროგატი დედისგან ჰყავს.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი