ყინვის მიუხედავად, მეგანმა და პრინცმა ჰარიმ ბავშვებთან შეხვედრა არ გადადეს

    სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ოფიციალური ვიზიტით ბრისტოლში იმყოფებოდნენ. ინგლისის სამხრეთ ნაწილში ამინდის გაუარესების გამო წყვილს მატარებლით მოუწია მგზავრობა. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ისინი მაინც ჩავიდნენ ბავშვებთან, რომლებიც ასე ელოდებოდნენ მათთან შეხვედრას.

    მეგანისა და ჰარის ვიზიტის მიზანი ქალაქის ისტორიის შესწავლა იყო. მათ 1766 წელს აშენებული თეატრი მოინახულეს და ხმის ტექნოლოგიების 250 წლიან ისტორიას გაეცნენ. მეგანი ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს დრამის კლუბების არსებობაზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

    ვიზიტისას მეგან მარკლს ოსკარ დე ლა რენტას კაბა ეცვა.

            

    ავტორი: ნინი ბარბაქაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი