კირა ნაითლიმ ბავშვების გამო გადაღებებზე უარი თქვა

    გავრცელებული ინფორმაციით, კირა ნაითლიმ ბავშვების მოვლის გამო თავი დაანება სერიალს ,,ესექსის გველი.“ ბრიტანელი მსახიობი მონაწილეობას აპირებდა Apple TV- ს კოსტუმირებულ დრამაში, სადაც სარა პერის 2016 წლის რომანის სატელევიზიო ვერსიაში ვიქტორიანული ქვრივი, კორა უნდა განესახიერებინა.

    მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის პანდემიის გამო შეზღუდვები გამკაცრდა, კირა ნაითლიმ ბავშვებზე მზრუნველობის გამო გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა.

    მსახიობის წარმომადგენელმა Daily Mail- ს დაუდასტურა, რომ ნაითლი ,,ოჯახური მიზეზების გამო“ მიდის და დასძინა, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და  შეზღუდვების გამკაცრების გამო, კირასთვის ბავშვები უპირველესები არიან და არ არსებობს რაიმე, რასაც ბავშვებზე წინ დააყენებს.

    შეგახსენებთ, რომ მსახიობი დაქორწინებულია მუსიკოს ჯეიმს რაიტომზე, რომლისგანაც ორი არაჩვეულებრივი გოგონა ჰყავს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი