კომბინირებული კანი და მისი მოვლა

    თუ კომბინირებული კანი გაქვთ, მისი მოვლა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. რთულია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ერთდროულად მოუვლის კანის ცხიმიან ზონებს და დაატენინანებს შედარებით მშრალს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

    მოერიდეთ ალკოჰოლის მაღალი შემცველობის მქონე გამწმენდებს, რადგან მსგავსი პროდუქტების გამოყენებამ შესაძლოა ზოგ ადგილებში ზედმეტად გამოაშროს კანი და გამოიწვიოს მომატებული ცხიმიანობა სხვა ზონებზე. გამწმენდის გამოყენებისას დააკვირდით, რომ პროცედურის ჩატარების შემდეგ კანი იყოს დატენიანებული და დამშვიდებული (და არა დაჭიმული). კომბინირებული კანის შემთხვევაში უმჯობესია გამოიყენოთ მსუბუქი დამატენიანებელი ლოსიონი.

    მკვდარი უჯრედების მოშორება და კანის ამქერცლავი პროცედურების ჩატარება აუცილებელია, თუმცა სიფრთხილე და ზომიერება აქაც აუცილებელია. მსგავსი პროცედურების ჩატარება რეკომენდებულია მაქსიმუმ კვირაში ორჯერ.

    თუ დღის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ სახის კანის ზოგიერთი მონაკვეთი განსაკუთრებით ცხიმიანია, მაკიაჟის გაკეთების დროს უმჯობესია გამოიყენოთ სპეციალური ბალზამი (mattifying balm) რომელიც მოგაშორებთ ზედმეტ მბზინვარებას, შესძენს კანს ერთფეროვან ტონს და ვიზუალურად მნიშვნელოვნად შეამცირეფს ფორებს. თქვენი კანი გახდება უფრო გლუვი და ერთგვაროვანი, არ იქნება გამომშრალი და უსიცოცხლო, რაც იდეალურია კომბინირებული კანის შემთხვევაში.

    მოერიდეთ მძიმე ტონალურის და პუდრის გამოყენებას. მსგავსი ტიპის პროდუქტები შეიძლება გახდეს აკნეს გამწვავების წინაპირობა და მათი დატანის შემდეგ კანი გამოჩნდეს არაერთგვაროვანი და უსიცოცხლო, კანის გამომშრალი ზონები კი უფრო გამოიკვეთება. უმჯობესია შედარებით მსუბუქი კოსმეტიკური საშუალებები აირჩიოთ, რომლებიც კანს უფრო  დატენიანებულ იერს შესძენენ.

    რაც მთავარია, კომბინირებული კანის მოვლისას არ უნდა დაგავიწყდეთ მისი გამდიდრება ნუტრიკოსმეტიკის დახმარებით. „ვიადერმი კანის სილამაზე“ ავსებს ჩვენს ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით, ატენიანებს და ანელებს კანის დაბერების პროცესს. შედეგად ვიღებთ ახალგაზრდა, ერთგვაროვან და დატენიანებულ კანს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი