ბიოპრონ 9 პრემიუმი – ევროპაში აღიარებული პრობიოტიკი კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობისთვის
ყოველწლიურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სხვადასხვა ავტორიტეტულ სამედიცინო ასოციაციებთან ერთად, ნოემბრის თვეს უძღვნიან კამპანიას ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ, რომლის მიზანია მაქსიმალურად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება ანტიბიოტიკოთერაპიის თვითნებური გამოყენებით გამოწვეული ზიანის შესახებ. კონკრეტულად რა საფრთხეს უქმნის ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენება ადამიანის ორგანიზმს და კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, როგორია უახლესი რეკომენდაციები ამ მიმართულებით, გვესაუბრება ბ-ნი კახა ვაჭარაძე – პროფესორი, პულმონოლოგი, თსსუ-ის ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი.
ბ-ნი კახა – ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ანტიმიკრობული რეზისტენტობა ბუნებრივი პროცესია, რომლის მთავარი მიზეზი ანტიბიოტიკების არამიზანმიმართული და არარაციონალური გამოყენებაა. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ – ანტიბიოტიკები შეიქმნა კონკრეტული მავნე მიკრობების – ბაქტერიების წინააღმდეგ საბრძოლველად და თითოეული ანტიბიოტიკის ჯგუფს გააჩნია ამ მავნე ბაქტერიების მრავალრიცხოვანი ოჯახებიდან კონკრეტული სამიზნე ობიექტები. როცა ადამიანი ხშირად, მით უფრო თვითნებურად და არასწორად შერჩეულ ანტიბიოტიკს იყენებს, ამით ორგანიზმში არსებულ ბაქტერიებს აჩვევს კონკრეტულ მედიკამენტს, აძლიერებს მათ ამ მედიკამენტების მიმართ და შესაბამისად, როცა ნამდვილად საჭირო ხდება ანტიბიოტიკის გამოყენება, პრეპარატი სწორედ ორგანიზმში განვითარებული მაღალი ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო სრულიად არაეფექტური ხდება, რაც ინფექციის გავრცელების, დაავადების გართულებების და შესაძლოა სიკვდილობის მიზეზიც გახდეს. ასევე, ანტიბიოტიკის ზეგავლენით, მავნე ბაქტერიებთან ერთად, ნადგურდება ორგანიზმში, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავში მობინადრე ჯანსაღი, სასარგებლო ბაქტერიების ბალანსი, მათ ადგილს სწრაფადვე იკავებენ პათოგენური ბაქტერიები და იწყება დისბიოზი, დიარეა და უამრავი სხვა გართულება.
- ბ-ნო კახა, ხაზგასმით ახსენეთ ანტიბიოტიკების მავნე გავლენა კუჭ-ნაწლავზე. რა საფრთხის შემცველია ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დისბიოზი?
ბ-ნი კახა – დიახ, დიდი ხანია ცნობილია, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებას თან სდევს დისბიოზი – ანუ კუჭ-ნაწლავში მობინადრე მეგობარი ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილება. თავად დისბიოზი, გამომდინარე იქედან, რომ მეგობარ ბაქტერიებს დაწყებული საკვების მონელებიდან დასრულებული, იმუნო-ბიოლოგიური ფუნქციით უდიდესი გავლენა გააჩნიათ ადამიანის ჯანმრთელობაზე, დიდი საფრთხის შემცველია. ახლა სეზონური ინფექციების პიკურ პერიოდში შევდივართ და ამიტომ ყურადღებას მეტად გავამახვილებ იმაზე, რომ იმუნიტეტის ჯანსაღ ფუნქციობაში კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას უდიდესი გავლენა გააჩნია! დადასტურებულია, რომ იმუნური სისტემის სიძლიერის 70%-ზე მეტი სწორედ კუჭ-ნაწლავში მცხოვრებ მეგობარ ბაქტერიებზეა დამოკიდებული. მეგობარი ბაქტერიები ეწინააღმდეგებიან ორგანიზმში მავნე მიკრობის შემოჭრას და გავრცელებას, ასევე გამოიმუშავებენ სპეციფიურ ანტიმიკრობული ნივთიერებებს, რომლებსაც „ბუნებრივი ანტიბიოტიკებსაც“ ვუწოდებთ. ამ ბუნებრივი ნივთიერებების დახმარებით, მეგობარი ბაქტერიები იწყებენ მავნე მიკრობების შებოჭვას და არ აძლევენ საშუალებას, რომ გავრცელდნენ ორგანიზმში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პათოლოგიური მიკრობების ორგანიზმში შემოჭრისას, ჯანსაღი ბაქტერიები გამოყოფენ სპეციალურ ე.წ „სასიგნალო ნივთიერებებს“, რომლის დახმარებითაც ხდება იმუნური უჯრედებისა და შესაბამისი იმუნური პასუხის გააქტიურება. შესაბამისად, როდესაც გვაქვს დისბიოზი, გარდა იმისა რომ ვითარდება დიარეა, რომელიც ორგანიზმის გამოფიტვას და დაუძლურებას იწვევს, სუსტდება იმუნიტეტი და იზრდება როგორც ავადობის, ასევე დაავადებების გართულებების რისკი და ფერხდება გამოჯანმრთელების პროცესი.
- ბ-ნო კახა, როგორია ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული დისბიოზისა და დიარეის პრევენციის და თერაპიის რეკომენდაციები?
ბ-ნი კახა: უმნიშვნელოვანესია ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის აღდგენა და შენარჩუნება, რომლისთვისაც იდეალურია პრობიოტიკების, ანუ იმ დანამატების მიღება, რომლებიც შეიცავენ ნაწლავის მიკროფლორისთვის დამახასიათებლ ჯანსაღ ბაქტერიებს. თუმცა, პრობიოტიკული დანამატების მიღებისას, არსებობს მნიშვნელოვანი კრიტერიუმები, რაც უნდა გავითვალისწინოთ. მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციები მკაცრ მოთხოვნებს აწესებენ პრობოტიკების მიმართ და მოგვიწოდებენ, რომ გამოვიყენოთ მხოლოდ ის პრობიოტიკული დანამატები, რომელშიც მოცემულია მხოლოდ გენეტიკურ დონეზე შესწავლილი, მეცნიერულად დადასტურებული, არა-ანტიმიკრობულ რეზისტენტული, ანტიბიოტიკოთერაპიის მიმართ მდგრადი „მეგობარი ბაქტერიები“.
- აღნიშნეთ, რომ პრობიოტიკების მიმართ არსებობს მკაცრი მოთხოვნები, როგორია თქვენი რეკომენდაცია და რომელ პრობიოტიკულ საშუალებას უწევთ რეკომენდაციას?
ბ-ნი კახა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე პრობიოტიკული საშუალებების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებით წლებია ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ყველაზე ხშირად სწორედ ანტიბიოტიკოთერაპიისას, აქტიურად ვიყენებ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც ლიდერია ევროპაში პრობიოტიკულ საშუალებებს შორის. „ბიოპრონი“ შექმნილია ევროპის წამყვან გასტროენტეროლოგებთან თანამშრომლობის შედეგად და სრულად აკმაყოფილებს ჯანმოს, FDA-ის, FAO-ს, ISAPP-ისა და WGO-ს ყველა მკაცრ მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ საქართველოში პირველი პრობიოტიკია, რომელიც გამოირჩევა როგორც წარმოების ინოვაციურობით, ასევე სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობით. მის თითოეულ კაფსულაში მოცემულია 10 მილიარდი, გენეტიკურ და კლინიკურ დონეზე შესწავლილი, ზუსტად ის „მეგობარი ბაქტერიის“ 9 შტამი, რომლებიც აუცილებელნი არიან როგორც უშუალოდ კუჭ-ნაწლავის სიჯანსაღისთვის და ჯანსაღი მიკროფლორის ბალანსის აღდგენა-შენარჩუნებისთვის, ასევე იმუნური სისტემის სიჯანსაღისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიები გამოირჩევიან ანტიბიოტიკოთერაპიისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარების მიმართ მაღალი მდგრადობით, შესაბამისად „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ ეფექტიანია როგორც ანტიბიოტიკოთერაპიითა და სხვა მდგომარეობებით გამოწვეული დისბიოზისა და დიარეის დროს, ასევე ზოგადად, ისეთი ჩივილებისას, როგორიცაა მუცლის გადავსების შეგრძნება, ყაბზობა, საკვებით ინტოქსიკაცია, შებერილობა და სხვა. რა თქმა უნდა, რეკომენდებულია საპროფილაქტიკოდ, კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის.
- და ბოლოს, ბ-ნო კახა, როგორია ანტიმიკრობული რეზისტენტობის თავიდან არიდების რეკომენდაციები?
ბ-ნი კახა – ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია ის, რომ შეწყვიტონ ანტიბიოტიკების თვითნებური, არარაციონალური გამოყენება. არ შეიძლება ექიმის რეკომენდაციის გარეშე გადაწყვიტოთ ანტიბიოტიკის დალევა.












