ყველაზე ცნობილი ვეგანი „სელებრითები“

    მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანია, რომელიც ხორცის ჭამაზე უარს ამბობს. მიზეზი ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგიერთი ამას ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით ხსნის, ზოგი ცხოველთა ხოცვის წინააღმდეგია, ნაწილისთვის კი უბრალოდ პირადი არჩევანია. ჰოლივუდელი “სელებრითები” ვეგეტარიანული ცხოვრებით თავს იწონებენ.

    ელენ დეჯენერესი

    ცნობილი ტელეწამყვანი 8 წლის მანძილზე ვეგანი იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ელენმა გადაწყვეტილება შეცვალა. მართალია, მისი მეუღლე ხორცს კვლავ არ მიირთმევს, მაგრამ დეჯენერესმა ვეგანობაზე უარი თქვა.

    ქეით უინსლეტი

    „ტიტანიკის“ ცნობილი მსახიობი არა მხოლოდ ვეგანია, არამედ ცხოველთა უფლებების დიდი დამცველიცაა.

    ნატალი პორტმანი

    მსახიობი იმდენადაა ვეგეტარიანელობის იდეით მონუსხული, რომ სულ ცოტახნის წინ საზოგადოებას დოკუმენტური ფილმი „ცხოველების ჭამა“ წარუდგინა. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი ასეთი აქტივიზმი, ნატალი პასუხობს, რომ მის არჩევანზე გავლენა ჯანმრთელობამ, გარემომ და ფასეულობებმა იქონიეს.

    მადონა

    61 წლის მომღერალი ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება. ჰოლივუდში წერენ, რომ მადონას ასეთი გარეგნობა რეგულარული ვარჯიშისა და მკაცრი ვეგანური დიეტის შედეგია.

    მიშელ პფაიფერი​ 

    ანალოგიურად, ახალგაზრდულ გარეგნობასა და სილამაზეს ვეგანობას მიაწერს მიშელ პფაიფერიც. მსახიობი თვლის, რომ ხორცზე უარის თქმით სხეულსა და კანს მავნე ტოქსინებისგან იცავს.

    დრიუ ბერიმორი

    მსახიობი, მწერალი და პროდიუსერი უკვე დიდი ხანია, რაც ვეგეტარიანელია. პარალელურად კი ცხოველთა უფლებების დამცველიცაა. მისი კოსმეტიკური ხაზი Flower Beauty ბიო-ნატურალურია და ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებაზე უარი თქვა.

    ჟიზელ ბანდჩენი 

    ბრაზილიელი სუპერმოდელი გაეროს გარემოს დამცველი ელჩია. ჟიზელი მიიჩნევს, რომ თავისი გადაწყვეტილებით, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ იბრძვის. ბანდჩენმა სპორტსმენი მეუღლეც კი დაარწმუნა, რომ ვეგანი გამხდარიყო.

    მაილი საირუსი

    მომღერალი სითამამით და თავისუფალი ცხოვრების წესით არის ცნობილი. ჰოლივუდში არც მისი გადაწყვეტილებები აკვირვებთ ხოლმე. ხორცის ჭამაზე უარი საირუსმა 2014 წლის შემდეგ თქვა, როდესაც მისი საყვარელი ძაღლი მოკვდა. მაილი არამხოლოდ ვეგანი გახდა, არამედ ისეთი კოსმეტიკური ნაწარმის მოხმარებაზეც თქვა უარი, რომელიც ცხოველური წარმოშობის ნივთიერებებს შეიცავს.

    სია
    ცნობილი ჰიტის, Chandelier-ის შემსრულებელმა განაცხადა, რომ 2010 წლიდან ვეგეტარიანელი იყო. ახლა კი ვეგანია.

    სერენა უილიამსი

    მას შემდეგ, რაც ცნობილ ჩოგბურთელს ქალიშვილი შეეძინა, ბავშვი კი ძუძუთი კვებაზე ჰყავდა, სერენა არა მხოლოდ ვეგანი გახდა, არამედ საკვებიდან შაქარიც კი ამოიღო.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი