ყველაზე „ცხელი“ ტრენდები ემის დაჯილდოებიდან

    ემის ცერემონია დასრულდა. უცხოური გამოცემები 2019 წლის დაჯილდოების საღამოს მოდის ახალ ტრენდებს განიხილავენ.

    პირველი, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, ვარდისფერი და წითელი ფერების შეხამებაა. სუზან კელეჩი უოტსონი, მარისა ტომეი, ტარაჯი პ. ჰენსონი და მენდი მური წითელ ხალიჩაზე სწორედ ამ ორი ტონალობის კაბებით გამოჩნდნენ.

    მეორე, თვალშისაცემი ტრენდი ხავერდის საღამოს პიჯაკები იყო მამაკაცისთვის.

    წითელ ხალიჩაზე რამდენიმე ვარსკვლავი უზარმაზარი ბანტებით გამოჩნდა. როგორც ჩანს, ესეც ერთერთი ახალი ტრენდია დიზაინერებში.

    შავ-თეთრი რომ ყოველთვის ელეგანტურია, ეს წლევანდელ ემის ცერემონიაზე არ დავიწყებიათ. არაერთი ვარსკვლავი იწონებდა თავს ამ ორი ფერის კლასიკური შეხამებით.

    შიშველი ზურგი – ყოველთვის იყო და იქნება სადღესასწაულო კაბის მთავარი ელემენტი. შესაბამისად, წითელ ხალიჩაზე ამ სექსუალური დეტალით იწონებდნენ თავს ქალბატონები.

    ლურჯი პრიალა და მბზინავი კაბებიც ტრენდრული აღმოჩნდა და ასეთი კაბებით რამდენიმე სელებრითმა მოიყარა თავი.

    ყვავილები – ეს 2019 წლის ემის ერთერთი ტრენდი იყო. წითელ ხალიჩაზე არაერთი ქალბატონი გამოჩნდა ყვავილებიანი პრინტებით გაწყობილი კაბით.

    ავტორი:რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი