ყველაზე მოთხოვნადი პროცედურა – პერმანენტული მაკიაჟი

    პერმანენტული მაკიაჟი (ტატუაჟი) ლათინური სიტყვა permanent-დან მოდის, რაც ქართულად მუდმივს, ხანგრძლივს ნიშნავს. ეს არის კოსმეტიკური ტექნიკა, რომლის საშუალებითაც მიკროინექციების გამოყენებით კანის ზედაპირულ შრეში სპეციალური მინერალური პიგმენტის შეყვანა და ხანგრძლივად მოქმედი მაკიაჟის დახატვა ხდება.
    პერმანენტული, ანუ კონტურული მაკიაჟი მარტივი გამოსავალია იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ უყვართ ყოველ დილით სარკის წინ გარკვეული დროის გატარება. ეს პროცედურა ტატუაჟის ნაირსახეობაა. ტუჩის პერმანენტული მაკიაჟის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერ დროს ლამაზად გამოიყურებოდეთ!
    პერმანენტული მკიაჟი არის საუკეთესო ვარიანტი ზაფხულის ცხელ დღეებში. ტუჩის სრული დაფერვის პროცედურა არ ტარდება ციკლის, ლაქტაციის დროს, ასევე ორსულობის პერიოდში და ლიდოკაინზე ალერგიულობის შემთხვევაში. გარდა ამისა, გაკეთებამდე ხდება მძიმე ქრონიკული დაავადებების შესახებ ინფორმაციის დაზუზსტება.
    ტუჩის სრული დაფერვა ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა და ტუჩის ბუნებრივ ფერთან არის მიახლოებული. ვიზუალურად ადიდებს ტუჩს და ხდის მეტად ბუნებრივს. რაც მთავარია, კლინიკა “ნეო ნეოში” ის უმაღლესი ხარისხის მასალით კეთდება და 100 % უმტკივნეულოა.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი