ყველაზე სასურველი სექსუალური პარტნიორები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

    ზოდიაქოს ნიშანი ბევრს მეტყველებს თქვენს ხასიათზე, ჩვევებზე, ინტერესებზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ზოდიაქოზე დაყრდნობით იმის ამოცნობაც შეიძლება, თუ რამდენად წარმატებულია თქვენი სექსუალური ცხოვრება და რამდენად ვნებიან პარტნიორი ხართ…

    საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კვლევების თანახმად, ადამიანების 21 პროცენტი პირველივე პაემანზე ინტერესდება სავარაუდო მომავალი პარტნიორის ჰოროსკოპით, რაც ეხმარებათ იმის ამოცნობაში, თუ რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს მათი რომანი.

    მერწყული  

    ამაღელვებელი და ხშირ შემთხვევაში, მოულოდნელობებით აღსავსე საყვარლები არიან. თვისებ, რომელიც კიდევ უფრო გამოარჩევთ სხვებისგან, პარტნიორის მიმართ მათი ერთგულებაა.

    თევზები

    მგრძნობიარე და ნაზი საყვარლები არიან, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პარტნიორისთვის სიამოვნების მინიჭებას. მათი უმეტესობა უარს არ ამბობს როლურ თამაშებზე და საძინებელში ხშირად სხვადასხვა კოსტიუმსაც ირგებენ.

    ვერძი

    ნუ ელოდებით მათგან ხანგრძლივ პრელუდიას. პირდაპირ „საქმეზე გადასვლა“ ურჩწვნიათ – მხოლოდ სექსი, არაფერი პირადული!

    კურო

    კუროსთვის, როგორც ვნებიანი საყვარლისთვის, დრო გადამწყვეტია. მისი  სურვილია გამოიკვლიოს პატნიორის სხეულის თითოეული სანტიმეტრი, შესაბამისად, ამისთვის ბევრი დრო სჭირდება. კვლევების თანახმად, სწორედ ამ ზოდიაქოს წარმომადგენლები ყიდულობენ ყველაზე მეტ სექს სათამაშოს.

    ტყუპები

    აი მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ… სექსის პროცესშიც კი გარანტირებული გაქვთ ბევრი სიცილი. თუმცა, არის ერთი დეტალი: ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის პარტნიორის სიყვარული სულაც არ არის აუცილებელი იმისათვი, რომ კარგი სექსი ჰქოდეთ.

    კირჩხიბი

    ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ღრმა ემოციური კავშირი პარტნიორთან აუცილებელია. ალბათ, სწორედ ამიტომ, ისინი ყველაზე მგრძნობიარე საყვარლები არიან დანარჩენ ზოდიაქოს ნიშანებს შორის.

    ლომი

    მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერთი ან ორი საქებარი სიტყვა და შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს, პარტნიორიც კმაყოფილი იქნება.

    ქალწული

    ისინი არიან პერფექციონისტები ლოგინშიც კი, რაც ნამდვილად უნდა ახარებდეს მათ სექსუალურ პარტნიორს. იდეალური კავშირისთვის  ისინი უკან არაფერზე იხევენ.

    სასწორი

    მსუბუქი და კრეატიული საყვარლები არიან, სექსი მათთვის მაქსიმალურის გაცემის და იდეალური კავშირის განსახირებას წარმოადგენს.

    მორიელი

    ემოციური, ვნებიანი და ცოტა იდუმალი საყვრალები არიან. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ამ ზოდიაქოსთვის დამახასიათებელია ეგოიზმი და მომატებული სექსუალური მადა. ეს უკანასკნელი მათი სექსუალური პარტნიორისთვის საწყენი ნამდვილად არ იქნება.

    მშვილდოსანი

    სწრაფი, „საქმიანი“ მიდგომა – ეს ამ ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი სტილია.  არ უყვართ რუტინა და ყველაფერი მალევე ბეზრდებათ.  ასე რომ, მათი პარტნიორის ფანტაზიას სერიოზული გამოცდა ელის.

    თხის რქა

    თითქმის ყოველთვის, სექსშიც კი, წინასწარ განსაზღვრული გეგმით მოქმედებენ, თუმცა ექპერიმენტებიც ანალოგიურად კარგად გამოსდით.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი