ყველაზე “სკანდალური” ტრენდი Critics’ Choice Awards-ზე

    მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ორი კვირაა რაც 2020 წლის ათვლა დაიწყო, ტანსაცმლის, აქსესუარების, მაკიაჟის, თმის და ფრჩხილის ლაქის ყველა ტრენდი უკვე ცნობილია. ამ ყველაფერმა წითელ ხალიჩაზე, კრიტიკოსების თვალწინ ჩაიარა.

    თუმცა, სირშა რონანისა და ბილი პორტერის გამოჩენას ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდა. ორივე მათგანს ხელზე ყვითელი ლაქი ესვა. ყვითელი ლაქი ყოველთვის იწვევდა აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ამჯერად ყველა კრიტიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ სირშას ულამაზესი, წითელ ნაქარგებიანი კაბა, ვარდისფერი მაკიაჟი, ოქროსფერი თმა და ძალიან პოზიტიური, მზესუმზირისფერი მანიკურები იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს.

    რაც შეეხება ბროდვეის თეატრის მსახიობს, ბილი პორტერს, მასაც ყვითელი ლაქი ესვა. გარდა ამისა, ხელებზე უამრავი ტატუ/პეპელა ჰქონდა დახატული, ცისფერი კაბა ეცვა და ვერცხლისფერი სამკაულები ეკეთა. “ყვითელი ფერი ასუფთავებს სხეულს, გონებას. ეს არის ერთგვარი რესთართი”- განაცხადა ბილიმ.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი