ცოტა ხნის წინ, კრის და კაილი ჯენერებმა განცხადება გააკეთეს, რომ სამხრეთ კალიფორნიის საავადმყოფოებისთვის KYLIE COSMETICS-ი COTY-სთან ერთად ხელის ანტიბაქტერიული საშუალებების წარმოებას დაიწყებს.
აღნიშნული საშუალებები იმ ექიმებს დაურიგდებათ, რომლებიც COVID 19-ის პანდემიის ცენტრებში მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, პირველ ხაზზე მომუშავე ექიმების დასახმარებლად კაილი ჯენერმა მილიონი დოლარი გადარიცხა.













