კაილი ჯენერმა კანის მოვლის ხაზი გამოუშვა!

    კაილი სქინ

    კაილი ჯენერმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც თავად ამბობს, კანის მოვლის პროდუქტებზე დიდი დრო და ენერგია დახარჯა: “აქამდე რომ მოვსულიყავით ახალი კომპანიისა და ბრენდის შექმნა, სტაფი და დიდი დრო დაგვჭირდა.”

    Kylie Cosmetics საკმაოდ წარმატებული და მსოფლიოს მაშტაბით გაყიდვადი პროდუქტია. იგივე წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ახალ ბრენდსაც. Kyile Skin გაყიდვაში 22 მაისს ჩაეშვება მანამდე კი პროდუქციის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ kylieskin.com- ზე.

    შეგახსენებთ, რომ “ფორბსმა” 21 წლის კაილი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად გამოაცხადა. მისი მთავარი ფინანსური აქტივი სწორედ Kylie Cosmetics-ია, რომელიც მან 2015 წელს დააფუძნა. კომპანიის მთელ პროდუქციას კაილი თავისი “ექაუნთების” საშუალებით არეკლამებს. ჯენერამდე ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი მარკ ცუკერბერგი იყო.

    ავტორი: მაკა ქოჩლაძე

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი