ლალი ტოტიკაშვილის სილამაზის საიდუმლო

    არსებობენ ადამიანები, რომლებსაც წლები ვერაფერს აკლებს. ზოგიერთი ამას გენებს მიაწერს, ზოგიც ფულს და ყველა იმ პროცედურას, რასაც სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლი ჰქვია.

    თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებმაც უბრალოდ იციან, რა სჭირდებათ იმისათვის, რომ დიდხანს შეინარჩუნონ ბუნებრივი სილამაზე. ლალი ტოტიკაშვილი ერთ-ერთი მათგანია. ის მუდამ ფორმაშია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ყველა ქალს თავისი საიდუმლო აქვს. გამონაკლისი არც ლალია.

    ლალი არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორ ახერხებთ ამას?

    უბრალოდ ვცდილობ ჯანმრთელი ცხოვრებით ვიცხოვრო, ვიკვებო ჯანსაღად და ძილის რეჟიმიც არ დავარღვიო.

    რა ასაკიდან დაიწყეთ თავის მოვლა და რა საშუალებებს მიმართავთ?

    თავის მოვლა 20 წლის ასაკიდან დავიწყე და ეს ძირითადად კოსმეტოლოგთან სიარულს და სახის კრემებს მოიცავდა. ახლაც ხშირად დავდივარ კოსმეტოლოგთან და მივმართავ ისეთ პროცედურებს, რომლებიც კანს ატენიანებენ.

    კანისა და თმის მოვლისთვის იყენებთ თუ არა რაიმე განსაკუთრებულ მეთოდს, თუნდაც ხალხურ რეცეპტებს?

    არასოდეს მიმიმართავს ხალხური მეთოდებისთვის. ყოველთვის მეზარება სალხში ნიღბების გაკეთება. მირჩევნია მზა კრემები წავისვა.

    ალბათ ხშირად გიწევთ მაკიაჟის გაკეთება…

    ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად ვარ ყურადღების ცენტრში და ვცდილობ ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე. მაკიაჟს ძირითადად გადაღებებზე ვიყენებ, ან მაშინ, როდესაც რაიმე ღონისძიებაზე მივდივარ. თუმცა ამას არ აქვს ყოველდღიური სახე.

    მაკიაჟის მოშორების პროცესი საკმაოდ საყურადღებოა, თქვენ რა საშუალებებს მიმართავთ და იძინებთ თუ არა მაკიაჟით?

    სპეციალური ლოსიონით ვიშორებ, ამის შემდეგ სახეს ვიბან სპეციალური საწმენდი საშუალებით, რის შემდეგაც ვისვამ კრემს. რაც მთავარია, არასოდეს ვიძინებ მაკიაჟით. ეს ყველაზე ცუდი რამაა, რაც შეიძლება საკუთარ თავს გაუკეთო.

    შეუწუხებიხართ თუ არა თმის ცვენას და მტვრევად ფრჩხილებს და როგორ უვლით მათ?

    ამან განსაკუთრებით ორსულობის პერიოდში შემაწუხა. ვცდილობდი მიმეღო ვიტამინები და საჭირო ნივთიერებები, რომლებიც დამეხმარებოდა ამ პრობლემის მოგვარებაში. დამეთანხმებით, ყველა ქალისთვის უმნიშვნელოვანესია ჰქოდეს კარგი სახის კანი, მბზინვარე და ძლიერი თმა, ლამაზი ფრჩხილები. დიდხანს ვეძებდი კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა და საბოლოოდ ევროპაში, ხშირი მოგზაურობის შედეგად მივაგენი – როგორც გავარკვიე, ევროპელი ქალბატონები აქტიურად იყენებენ ნუტრიკოსმეტიკას იმისათვის, რომ იყვნენ ჯანმრთელები და ლამაზები. ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველოში აღმოვაჩინე ვიადერმი. ამჟამად ვსვამ ნუტრიკოსმეტიკა ვიადერმს და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

    რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

    პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე. ამის შემდეგ შეძლებისდაგვარად მივხედოთ სილამაზეს. უნდა ვიძინოთ ბევრი, მივიღოთ რაც შეიძლება მეტი წყალი და არ უნდა დაგვავიწყდეს ყველაზე მნიშვნელოვანი – ბევრი ღიმილი, სიკეთე და კარგი განწყობა. ბედნიერების შეგრძნება ყველაზე მეტად გვალამაზებს. გარეგანი სილამაზე აბსოლუტურად დამოკიდებულია შინაგან სილამაზეზე. ასე რომ, გაიღიმეთ!

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი