ლედი გაგა ქარველი დიზაინერების სამოსში

    ბოლო პერიოდში, ლედი გაგა არაერთხელ გამოჩნდა ქართველი დიზაინერების სამოსში. რამდენიმე დღის წინ, მისივე კოსმეტიკური ბრებდის, Haus Laboratories-ის წვეულებაზე მომღერალს ტყავის შავი კაბა ეცვა ANOUKI-ს კოლექციიდან.

    Vogue-ს ინფორმაციით, ამჯერად გაგა 23 წლის დიზაინერის, აკა პროდიაშვილის ტანსაცმელში გამოეწყო. ფოტოგრაფებმა იგი ნიუ-იორკში, სასტუმროდან გამოსვლისას დააფიქსირეს. ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ ტყავის შავ ტოპს, ქვედაბოლოს და ხელთათმანებს მომღერალმა შავი ჩანთა და რა თქმა უნდა, თასმიანი შავი პლატფორმა შეუხამა.

    პროდიაშვილი პროდიაშვილი

    “ეს ლუქი ეფუძნება “მატრიცას” ერთ-ერთ სცენას, სადაც ღამის კლუბში ნეო ხვდება ტრინიტის” – განაცხადა დიზაინერმა.

    ლუქი, რომელიც ლედი გაგამ მოირგო 2019 წლის გაზაფხულის კოლექციიდანაა. დიზაინერის ინსპირაცია იყო დრაგ-სცენა თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში (სიტყვა “დრაგ” თუ რაიმენაირად ნარკოტიკებთან გგონიათ კავშირში ძალიან ცდებით. Drug თრევას ნიშნავს და ქალის გრძელი კაბა იგულისხმება. Drug Show კი არის წარმოდგენა, რომლის დროსაც მამაკაცები ქალის ტანსაცმელს იცვამენ მხოლოდ გართობისთვის ან ანსახიერებენ რომელიმე მომღერალს. ამ ტიპის წარმოდგენები ძველ დროშიც ძალიან პოპულარული იყო).

    აკა პროდიაშვილმა განაცხადა, რომ ლედი გაგა მისი საყვარელი ქუიარ არტისტია და ის ნებისმიერი LGBTQ+ წარმომადგენლისთვის დიდი ინსპირაციაა. პროდიაშვილი თავის კოლექციებში ყოველთვის გამოხატავს მხარდაჭერას LGBTQ+ საზოგადოების მიმართ, ამიტომ ბედნიერია, რომ მისი კონტრიბუციაც ამ ფორმით მოხდა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი