ლედი გაგა საცხოვრებლად ბრედლი კუპერთან გადავიდა?!

    ლედი გაგა სავარაუდოდ ბრედლი კუპერის სახლში გადავიდა საცხოვრებლად. წყაროს ინფორმაციით მომღერალმა საკუთარი ნივთების ნაწილი უკვე გადაიტანა და სახლის რეორგანიზაციასაც გეგმავს.

    ინფორმაცია In Touch-მა გაავრცელა და დასძინა, რომ ახალი ამბავი კუპერის ერთ-ერთმა მეგობარმა მიაწოდა და ეჭვის შეტანის საფუძველი თითქმის არ არსებობს.

    “ირინას წასვლის შემდეგ ბრედლიმ სასწრაფოდ გადაყარა ძველი ნივთები და გაათავისუფლა გარდერობი. დრო არც გაგას დაუკარგავს და გადასვლისთანავე შეავსო სახლი. გარდა ამისა, ის გეგმავს, რომ გააახლოს ბრედლის West Village-ის სახლი და ინტერიერში საკუთარი გემოვნებით შერჩეული ავეჯი და დეტალები შეიტანოს. ისინი თითქმის ერთი თვეა ერთად ცხოვრობენ და აღარაფერი აქვთ დასამალი. ბრედლი ძალიან ბედნიერია” – აცხადებს წყარო.

    შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერს და ირინა შეიკს ერთი ქალიშვილი ჰყავთ. დაშორების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მათი დაშორების მიზეზი გადაღებებისას გაგასა და ბრედლის შორის გაჩენილი გრძნობა გახდა.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი