ლედი გაგა Valentino-ს ახალი სუნამოს კამპანიის სახე გახდა

    ოსკაროსანმა მსახიობმა და მუსიკოსმა Valentino-ს ახალი სუნამოს, Voce Viva-ს კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.

    ლოს-ანჯელესში, საკარანტინო პერიოდში გადაღებული ფილმი Maison Valentino-ს სამხატვრო ხელმძღვანელის, პიერპაოლო პიჩიოლის, დამფუძნებული დირექტორის ჰარმონი კორინსა და ლედი გაგას თანამშრომლობის შედეგია. პიჩიოლი კამპანიას ,,თანასწორობის დღესასწაულს“ უწოდებს.

    ,,როდესაც ამ კაბაში ვმღეროდი და ტყეში ჩემი ხმის გამოძახილი მესმოდა. დიდ ძალას და სიცოცხლეს ვგრძნობდი. ეს მახსენებდა ჩემს თავისუფლებას“ განაცხადა მუსიკოსმა.

    ფილმის მთავარი გზავნილი ,,ჩემი ხმა, ჩემი ძალა“ მიზნად ისახავს ბრენდის კამპანიას, რომ  ,,ხალხმა გამოიყენოს საკუთარი ხმა და ღირებულებები, მრავალფეროვნებისა და შეხედულებების გასაზიარებლად.“ ,,ჩემი ხმა არის ჩემი ინდივიდუალობა. ხმა ცოცხალია. მას საკუთარი ცხოვრება აქვს. იგი ბუნების ძალაა, ბუნება კი ძლიერია. მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყენებ მას“ – განაცხადა ლედი გაგამ.

    ახალი Voce Viva-ს სუნამო ყვავილების არომატს შეიცავს. მისი მთავარი ნოტებია იტალიური ბერგამოტი, ფორთოხლის ყვავილი, ვანილი…

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი