ლედი გაგამ ახალი ალბომის პრეზენტაცია პანდემიის გამო გადადო

    ლედი გაგას მეექვსე სტუდიური ალბომის პრეზენტაცია 10 აპრილს უნდა ყოფილიყო, თუმცა მის  გამოსვლას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. როგორც ცნობილია, ვარსკვლავი მალე დაასახელებს ალბომის გამოსვლის სავარაუდო თარიღს.

    “მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება არის ყველაზე ძლიერი რამ, რაც ამ პერიოდის გადატანაში გვეხმარება, მაინც არ მიმაჩნია სწორად ახალი ალბომის პანდემიის დროს გამოშვება” – განაცხადა გაგამ “თვითერის” პოსტში.

    Chromatica – ასე ჰქვია გაგას ახალ ალბომს, რომელშიც 16 სიმღერას აერთიანებს. ალბომში შესულია ელტონ ჯონთან, არიანა გრანდესთან და ბლექფინქთან კოლაბორაციით შექმნილი სიმღერებიც.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი