ლედი გაგამ ჭორების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა

    ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზე ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის დუეტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ყველა იმაზე ალაპარაკდა, რომ ამ ორს შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება და “ქიმია” იგრძნობა. გავრცელდა ვიდეოები, გიფები, სადაც წყვილი ერთმანეთს ვნებით უყურებს.

    გასულ საღამოს, მომღერალი ჯიმი ქიმელის შოუში იყო მიწვეული. მან განაცხადა, რომ როდესაც პროფესიონალები ასრულებენ სიმღერას სიყვარულზე, იქ ყველა დეტალი გათვალისწინებული და დადგმულია, რათა მსოფლიომ იგრძნოს და დაიჯეროს ის, რაზეც მღერიან. “ხალხმა სიყვარული დაინახა, ჩვენც ზუსტად ეს გვინდოდა. ამ ნომერს ერთი კვირის განმავლობაში ვამზადებდით, ბევრი ვიშრომეთ. ჩვენ პროფესიონალები ვართ!” – განაცხადა გაგამ.

    მან ასევე ისაუბრა ფილმის გადაღებებზე და აღნიშნა, რომ თითოეული დეტალი, თიოთეული კადრი და ემოცია იყო ისე, როგორც რეჟისორს (ბრედლი კუპერს) სურდა.

    ასე რომ, ლედი გაგა ან მართლაც კარგი მსახიობია, ან ცალმხრივადაა შეყვარებული… ან ორივე ერთად 🙂

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი