ლედი გაგას ახალი შეყვარებულის ვინაობა ცნობილია!

    ლედი გაგა უკვე აღარ მალავს ურთიერთობას თავის ახალ სიყვარულთან, მაიკლ პოლანსკისთან. ისინი საზოგადოების წინაშე ერთად გასულ კვირას, მაიამიში, Super Bowl LIV-ზე გამოჩნდნენ.

    გუშინ, 33 წლის მომღერალმა ძალიან ინტიმური პოსტი გამოაქვეყნა. ფოტო ფლორიდაში, იახტაზეა გადაღებული და გაგა კალთაში უზის თავის ახალ სიყვარულს, რომელიც მას ფეხზე ეფერება და სიყვარულით სავსე მზერით უყურებს. ფოტოს მომღერალმა წარწერად დაურთო: “ძალიან კარგი იყო მაიამიში. მიხვარს ჩემი ყველა გულშემატკივარი და პატარა მონსტრი, საუკეთესოები ხართ.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი