ლედი გაგას სამი ლუქი HAUS Laboratories-ის პრეზენტაციიდან

    გასულ საღამოს კალიფორნიაში ლედი გაგას ახალი კოსმეტიკური ბრენდის, Haus Laboratories-ის პრეზენტაცია გაიმართა.

    პრეზენტაციაზე გაგამ სამჯერ გამოიცვალა (მას უყვარს მსგავსი პერფორმანსები). პირველი, რაც გაგამ მოირგო, იოსიფ ალჯასმის კრისტალის ბისერებით მორთული შავი კაბა გახლდათ, საკმაოდ თამამაი ჭრილით. მეორე კაბა კვლავ შავი ფერის იყო, თუმცა ამჯერად ტყავი დომინირებდა (ფეხზე, რა თქმა უნდა, ტყავის მაღალქუსლიანი, თასმებიანი შავი ჩექმა ეცვა). საღამოს ბოლოსთვის კი მომღერალმა ყველაზე მომაჯადოვებელი სამოსი შემოინახა – გიპიურის შავი კომბინიზონი, ტყავის კორსეტით და შავი მაქმანებით ფეხებსა და ხელებზე.

    შეგახსენებთ, რომ ლედი გაგას კოსმეტიკა ხელმისაწვდომია საიტზებზე hauslabs.com და amazon.com.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი