ლედი გაგას ვარდისფერი იმიჯი საუკეთესო მეგობრის ქორწილში

    33 წლის ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ლედი გაგა კვლავ ყურადღების ცენტრშია. პოპ ვარსკვლავი მეხიკოში, საუკეთესო მეგობრის ქორწილში  მეჯვარის ამპლუაში იყო.

    ექსტრავაგანტულმა მომღერალმა ამჯერად ვარდისფერი იმიჯი მოირგო. სადა ვარდისფერი კაბა და თმის ფერი მან ერთმანეთს არაჩვეულებრივად შეუხამა.

    გაგა საუკეთესო მეგობრის, სარა ტანოს ქორწილში იყო. მეხიკოს სანაპიროზე, რომანტიული მზის ჩასვლის ფონზე მომღერალმა არაერთი ფოტო გადაიღო, მან ახალდაქორწინებულების ფოტოც გამოაქვეყნა და ბედნიერება მიულოცა.

    ავტორი: თამო მათნაძე

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი