ლიამ ჰემსვორტი ახალ შეყვარებულთან ერთად პლიაჟზე ნებივრობს

    ავსტრალიის სანაპიროზე, გაზაფხულის თბილ ტალღებში ლიამ ჰემსვორტი გამოჩნდა და თან თავის ახალ შეყვარებულთან, 23 წლის გაბრიელა ბრუკსთან ერთად. ლიამიც და გაბრიელაც დროს არაჩვეულებრივად ატარებდნენ ერთად. წყლიდან ამოსვლის შემდეგ, ფერად პირასხოცებ შემოხვეულები სეირნობდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. შემდეგ კი კაფეში გადაინაცვლეს.

    როგოც ჩანს, წყვილმა ურთიერთობა “ოფიციალურად გააოფიციალურა.” გასულ კვირას მათ ლიამის მშობლებთან ერთად ისადილეს. როგორც წყარო იუწყება, გოგონას შეყვარებულის მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. სხვათა შორის, გაბრიელაც ავსტრალიელია და ავსტრალიაში ცხოვრება უნდა. იმავე აზრზეა ლიამიც. ასე რომ, სავარაუდოდ, ლიამმა იპოვა ოცნების ქალი, რომელთან ერთადაც მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებს.

    სკანდალურ მაილი საირუსთან დაშორების შემდეგ ეს ლიამის პირველი ურთიერთობაა. ამიტომ, მსახიობი ოფიციალურ განცხადებას ჯერ არ აკეთებს… თუმცა, არც თავის ახალ ურთიერთობას მალავს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი