პროვანსული გაზაფხული L’Occitane-სგან და 2026 წლის მთავარი სიახლეები

    გაზაფხული მხოლოდ კალენდარული ცვლილება როდია. ეს წელიწადის ის დროა, რომელიც ყოველთვის გვიბიძგებს სიახლეებისკენ. ლოქსიტანი კი ამ გამოწვევას ახალი ენერგიით პასუხობს და ბრენდის ისტორიაში ახალ, ეკო-მეგობრულ და დახვეწილ ფურცელს შლის. თუკი თქვენს სილამაზის რუტინას გაზაფხულის დადგომასთან ერთად, გამოღვიძება სჭირდება, ლოქსიტანის საგაზაფხულო სიახლეები სწორედ ისაა, რასაც ეძებდით.  საკულტო შიის კარაქის ხაზი, ნუშის დახვეწილი კოლექცია და მიმოზის ლიმიტირებული სურნელი- ეს არ არის მხოლოდ განახლებული პროდუქტები, ეს არის ახალი ხედვა, სადაც პრემიუმ ხარისხი, ეკო-მეგობრული მიდგომა და უახლესი ფორმულები ერთიანდება. ლოქსიტანის პროვანსული გაზაფხული კი ასეთია:

    ნუშის ხაზის რებრენდინგი:
    ლოქსიტანის საკულტო ნუშის ხაზმა 2026 წელს ახალი სიცოცხლე შეიძინა, რაც ერთი ნახვით გვიქმნის მოლოდინს, რომ წინ ნამდვილი ‘’ნუშის გურმანული ნეტარება’’ გველოდება. თითოეული პროდუქტის შეფუთვა კიდევ უფრო პრემიალური და დახვეწილი გახდა. თუმცა მთავარი სიურპრიზი ორი ინოვაციური პროდუქტია:

    • ნუშის სხეულის მბზინავი ზეთი – პროდუქტი რომელიც კანს აბრეშუმივით არბილებს და მომენტალურ, დახვეწილ ოქროსფერ მბზინვარებას ანიჭებს. ტკბილი ნუშის ზეთისა და ომეგა9-ის ფორმულა ღრმად კვებავს კანს და სხეულს ჯანსაღ მბზინვარებას ანიჭებს. 
    • ნუშის სხეულისა და თმის სურნელოვანი მისტი – ეს არ არის მძიმე პარფიუმი, ეს არის მსუბუქი და ჰაერივით გრილი მისტი, რომელიც კანზე შესხურებისთანავე პროვანსულ სამყაროში გამოგზაურებთ. ბერგამოტის, ნუშის, ფრეზიასა და ვანილის თბილი ტონების ნაზავი, თქვენს სხეულზე სასიამოვნო სურნელს ტოვებს. ის თანაბრად გამოიყენება როგორც სხეულზე, ასევე თმაზეც და რაც მთავარია , ტექსტურა იმდენად ნაზია რომ კანი მას ძალიან სწრაფად ითვისებს

    შიის ხაზის რებრენდინგი:
    შიის კარაქი ლოქსიტანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია. საკულტო ხელის კრემი, რომელიც 1993 წლიდან ქალბატონების ჩანთის განუყოფელი ნაწილია, შეინარჩუნა თავისი ლეგენდარული ვიზუალი – მეტალის ტუბები და რვაკუთხა თავსახური კვლავაც ბრენდის სიმბოლოდ რჩება. თუმცა შიგთავსი კიდევ უფრო დახვეწილია 20-25%-იანი შიის კარაქი, მდიდარი ომეგა 6 და 9 ცხიმოვანი მჟავებით და 95%-ით გადამუშავებული ეკო-მეგობრული ალუმინის შეფუთვა. ინოვაციური სიახლე კი შიის ინტენსიური ბალზამია, რომელიც კანის ბარიერის აღდგენას სულ რაღაც 3 დღეში უზრუნველყოფს. 

    უკვდავას რებრენდინგი:
    ლოქსიტანი წარმოუდგენელია უკვდავას ხაზის გარეშე. ახლა კი გთავაზობთ უკვდავას სხეულის გამამკვრივებელ ზეთს, რომელიც კანს პირვანდელ სიმკვრივესა და ელასტიურობას უბრონებს. მისი მთავარი საიდუმლო უკვდავას სუპერ-ექსტრაქტია- რეტინოლის ბუნებრივი, ნაზი ალტერნატივა, რომელიც მომენტალურად კვებავს და აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს. მისი შემადგენლობის 97% ნატურალური წარმოშობისაა, მისი ტექსტურები კი საოცრად მსუბუქია. ზეთი წამებში შეიწოვება, არ ტოვებს ცხიმიან კვალს და კანს ხავერდოვან სინაზესა და ჯანსაღ მბზინვარებას ანიჭებს.

    საპნების რებრენდინგი:
    ლოქსიტანის ისტორია საპნების გარეშე წარმოუდგენელია. 2026 წლის საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში კი საპნების კოლექცია სრულიად განახლდა. ახალი, დახვეწილი დიზაინი პროვანსული არქიტექტურის ელემენტებით არის შთაგონებული. რაც შეეხება ფორმულებს, აქ 3 სრულიად გამორჩეულ არომატს წარმოგიდგენთ. ვერბენა, რომელიც მომენტალურად გმუხტავთ ენერგიით; ლავანდა – სიმშვიდისა და რელაქსაციის სიმბოლო და შიის კრემ-ქაფი საკუთარი თავის ნაზი მზრუნველობისათვის. ეს უკანასკნელი სპეციალურად მშრალი და დელიკატური კანისათვის შეიქმნა, რომელიც საიმედოდ იცავს კანის ბარიერს დეჰიდრატაციისგან.

    მიმოზას ახალი არომატი: 
    სტატიის დასასრულს კი ნამდვილი საგაზაფხულო აკორდი –  Mimosa Verveine-ის ლიმიტირებული კოლექცია გველოდება, რომელიც ბუნების გამოღვიძებითაა შთაგონებული. ეს სურნელოვანი კომპოზიცია მზიანი მიმოზის, გამომაცოცხლებელი ვერბენასა და ნაზი ჟასმინის ელეგანტური ნაზავია. ფორმულა სპეციალურად ყოველდღიური გამოყენებისთვისაა შექმნილი. მიმოზასა და ვერბენას ეს ჰარმონია საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ გაზაფხულის სურნელი ყოველ წუთს თქვენთან ერთად იყოს და სიმსუბუქის ის განწყობა შეგინარჩუნოთ, რომელსაც ლოქსიტანის 2026 წლის განახლებული სამყარო გვთავაზობს. ესტუმრეთ ლოქსიტანის მაღაზიებს და თავად გამოსცადეთ 2026 წლის ის საგაზაფხულო სიახლეები, რომლებიც თქვენს ყოველდღიურობას სილამაზითა და სურნელით აავსებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი