ლოქსიტანის მეორე მაღაზია სითი მოლში გაიხსნა

    ბრენ­დი მომ­ხმა­რე­ბელს სი­ახ­ლე­ე­ბი­თა და სა­სა­ჩუქ­რე ნაკ­რე­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნით ელო­დე­ბა.

    სურ­ვე­ლო­ვა­ნი, დახ­ვე­წი­ლი და ელე­გან­ტუ­რი ფრან­გუ­ლი ბრენ­დის „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მა­ღა­ზია სა­ბურ­თა­ლოს სითი მოლ­ში უკვე გა­იხ­სნა. ბუ­ტიკ­ში სტუმ­რო­ბი­სას ფე­რად, გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­ტე­რი­ე­რის მქო­ნე სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით სავ­სე პრო­ვან­სულ სამ­ყა­რო­ში მოხ­ვდე­ბით. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, ბრენ­დის ახა­ლი ბუ­ტი­კი მომ­ხმა­რე­ბელს ახალ სერ­ვის­საც სთა­ვა­ზობს – ეს არის „სი­ლა­მა­ზის ოთა­ხი“, სა­დაც „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ სი­ლა­მა­ზის კონ­სულ­ტან­ტე­ბი კა­ნის დი­აგ­ნოს­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბულ „ლო­ქ­სი­ტან-რუ­ტი­ნას“ შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ.

    სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პირ­ვე­ლი ბრენ­დუ­ლი მა­ღა­ზია რამ­დე­ნი­მე წლის წინ ქ.თბი­ლის­ში ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე გა­იხ­სნა. ამ­ჟა­მად, ორი­ვე ბუ­ტიკ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სხე­უ­ლის, თმი­სა და სა­ხის მოვ­ლის პრო­დუქ­ცი­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი. ბრენ­დი მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს მხო­ლოდ გა­მორ­ჩე­ულ და ნა­ტუ­რა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას, იმის­თვის, რომ მუ­დამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზე, იყ­ვნენ ბედ­ნი­ე­რე­ბი და სი­ცო­ცხლით სავ­სე.

    „„ლო­ქ­სი­ტა­ნის“ ბრენ­დის ის­ტო­რია 1976 წლი­დან და­ი­წყო, პირ­ვე­ლი მა­ღა­ზი­ის კარი კი 1981 წელს პრო­ვან­სში გა­ი­ღო. დღეს­დღე­ო­ბით „ლო­ქ­სი­ტა­ნი“ მსოფ­ლი­ოს 93 ქვე­ყა­ნა­ში 3000-ზე მეტი სა­ვაჭ­რო წერ­ტი­ლით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მთელ მსოფ­ლი­ო­ში, „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ ბუ­ტი­კე­ბი დახ­ვე­წი­ლი გა­რე­მო­თი, სურ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ფი­უ­მით და კოს­მე­ტი­კით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მომ­ხმა­რე­ბელს ამ გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ლა­მა­ზის ბრენ­დის უკვე მე­ო­რე მა­ღა­ზი­ა­ში ვუ­მას­პინ­ძლოთ. „ლო­ქ­სი­ტა­ნი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რა და ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ, თი­თო­ე­უ­ლი მა­ღა­ზი­ის გახ­სნა ვაქ­ცი­ოთ დღე­სას­წა­უ­ლად და შევ­ქმნათ ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო.“ – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ლიკა ლობ­ჟა­ნი­ძემ.

    „მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ისე­თი მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბრენ­დი,რო­გო­რიც „ლო­ქ­სი­ტა­ნია“, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხმა­რე­ბელს უკვე მე­ო­რე ოფი­ცი­ა­ლურ მა­ღა­ზი­ას სთა­ვა­ზობს. ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია ის, რომ ბრენ­დს ბევ­რი კმა­ყო­ფი­ლი მომ­ხა­რე­ბე­ლი ჰყავს. მი­ხა­რია, რომ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას,უკვე ამ ბრენდთან ვა­სო­ცირ­დე­ბი და ლო­ქ­სი­ტა­ნის ბრენ­დამ­ბა­სა­დო­რი ვარ. სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პრო­დუქ­ცია ჩემი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია,“ – ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლო­ქ­სი­ტა­ნის ბრენ­დამ­ბა­სა­დო­რი, ირაკ­ლი მა­ქა­ცა­რია.

    „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ „ლო­ქ­სი­ტა­ნი“, რო­მე­ლიც უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია ჩემი ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ბრენ­დია, რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­მო­ვი­და და ახლა უკვე მე­ო­რე ფი­ლი­ა­ლი გახ­სნა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრო­დუქ­ცია პირ­და­პირ პრო­ვან­სი­და­ნაა, გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის და მხო­ლოდ ნა­ტუ­რა­ლურ ინ­გრე­დი­ენ­ტებს შე­ი­ცავს. 40 წელ­ზე მე­ტია, ბრენ­დის ხა­რის­ხი უც­ვლე­ლია და მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი პრო­დუქ­ცი­ის შე­დე­გი­ა­ნო­ბა.“- ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ლო­ქ­სი­ტა­ნის ბრენ­დამ­ბა­სა­დო­რი, თაკო ჩხე­ი­ძე.

    „სუფ­თა და ნა­ტუ­რა­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გარ­და, „ლო­ქ­სი­ტა­ნი“ მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. საფ­რან­გეთ­ში, პრო­ვან­სში თა­ვად ფლობს სა­კუ­თარ პლან­ტა­ცი­ებს, 5200 ჰექ­ტარ­ზე მეტ მი­წას, სა­დაც და­საქ­მე­ბუ­ლი ყავს და­ახ­ლო­ე­ბით 110 ფერ­მე­რი და 10 000-ზე მეტი მკრე­ფა­ვი, მათ მო­ყავთ 300-ზე მეტი ინ­გრე­დი­ენ­ტი, რი­თაც უწყობს ხელს ბუ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბას რე­გი­ონ­ში. „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ პრო­დუქ­ცი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს ორ­გა­ნუ­ლი ნი­შა­ნი და ეკო სერ­ტი­ფი­კა­ტი. არ შე­ი­ცავს პა­რა­ბე­ნებს, ცხო­ვე­ლურ ცხი­მებს, სი­ლი­კონს, კონ­სერ­ვან­ტებს ან სხვა რა­ი­მე ისეთ და­ნა­მატს რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მათ სტან­დარ­ტებს. ‘’ლო­ქ­სი­ტა­ნის“ სითი მო­ლის მა­ღა­ზი­ა­ში უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ECO შე­მავ­სებ­ლე­ბით სარ­გებ­ლო­ბა, რაც გუ­ლის­ხმობს პრო­დუქ­ცი­ის შე­ძე­ნას თხე­ვა­დი ფორ­მით, პლასტმა­სის შე­ფუთ­ვე­ბის გა­რე­შე. ეს სერ­ვი­სი თი­თო­ე­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ბუ­ნე­ბის გულ­შე­მატ­კივ­რად აქ­ცევს, ამას­თა­ნა­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­უ­ზო­გავს ფი­ნან­სებს.“ – გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ლოქსიტანის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა, ირი­ნა ონაშ­ვილ­მა.

    სა­ბურ­თა­ლოს სითი მოლ­ში „ლო­ქ­სი­ტა­ნის“ ბუ­ტი­კის გრან­დი­ო­ზუ­ლი გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს 150-ზე მეტი სტუ­მა­რი და­ეს­წრო. მათ შო­რის იყ­ვნენ სი­ლა­მა­ზის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ე­ბის და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი