როგორ მოვუაროთ სხეულს ზაფხულში?

    როდესაც ტემპერატურა იმატებს და მზიანი დღეები ჩვენი ყოველდღიურობა ხდება, სახის კანის მოვლასთან ერთად მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს სხეულიც, რადგან მისი ჯანმრთელი და ჯანსაღი იერი თანაბრად მნიშვნელოვანია. ზაფხული ჩვენს კანს მზის მავნე სხივების, დეჰიდრატაციის და გარემო ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ აყენებს, რის გამოც კანი გამოიყურება უსიცოცხლოდ, იქერცლება, გვაწუხებს ქავილი და დისკომფორტი. ამიტომ გადავწყვიტე გაგიზიაროთ თანმიმდევრული რჩევები აბრეშუმისებრი გლუვი და დატენიანებული კანის მისაღებად.

    პირველ რიგში აარჩიეთ ნაზი, მაგრამ ეფექტური დასაბანი გელი, რათა კანის გაღიზიანების და გამოშრობის გარეშე  სრულად მოიშოროთ ცხიმი, ოფლი და მზისგან დამცავი კრემი. ზაფხულში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლიპიდური ბარიერის სიჯანსაღის შენარჩუნება, ამიტომაც მოერიდეთ ცხელ აბაზანებს და აარჩიეთ ph დაბალანსებული, გელის ან ზეთის ტექსტურის დასაბანი დამარბილებელი და დამატენიანებელი ინგრედიენტებით, ისეთი, როგორიცაა მაგალითად Loccitane-ის ბესთსელერი Almond Shower Oil ან Citron Lumincianaს შხაპის ზეთი. ეს ზეთები წყალთან შეხებისას გადაიქცევიან რძედ, ნაზად და ეფექტურად წმენდენ კანს და ტოვებენ მას გლუვს და დატენიანებულს. 

    ქიმიურ ამქერცლავებს შორის ცხიმიან კანზე საუკეთესოა სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტი, ხოლო მშრალი და ნორმალური კანისთვის საუკეთესოა რძემჟავა, ნუშის მჟავა, შარდოვანა. თუკი სკრაბის გამოყენებას ანიჭებთ უპირატესობას, აარჩიეთ პროდუქტი ნაზი გრანულებით და დამარბილებელი ინგრედიენტებით, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ან არტიჩოკის სკრაბი, რომლებიც ამქერცლავ გრანულებთან ერთად შეიცავენ დამარბილებელ და დამატენიანებელ ინგრედიენტებს: მზესუმზირის თესლის ზეთს, შიის და ნუშის კარაქს, ტკბილი ნუშის ზეთს, ე ვიტამინს, ცენტელას, კალენდულას და არტიშოკის ფოთლის ექსტრაქტებს და პანთენოლს.

    გახსოვდეთ, რომ არასდროს გამოიყენოთ ამქერცლავი საშუალება დამწვარ, გაღიზიანებულ ან ახლად გაპარსულ კანზე.
     რაც  მთავარია, არ დაგავიწყდეთ სხეულის ყოველდღიურად დატენიანება, რათა კანში დააბრუნოთ ტენიანობა და გააძლიეროთ მისი ბარიერული ფუნქცია. დღისით გამოიყენეთ თხელი ლოსიონები ან მსუბუქი გელისებრი კრემები, რომლებიც შეიცავენ ჰიალურონის მჟავას, გლიცერინს, სორბიტოლს, ანტიოქსიდანტურ ექსტრაქტებს, რომლებიც დაგიცავენ გარემო გამღიზიანებელი ფაქტორებისგან. ზაფხულს ძალიან უხდება ციტრუსის და ყვავილების სუნი, ამიტომ აირჩიეთ ლოსიონები სასურველი სურნელით და მიიღეთ არომათერაპიული სიამოვნებაც. შეგიძლიათ ლოსიონის მაცივარში შენახვაც, რათა კანზე გამაგრილებელი ეფექტიც თუკი მშრალი კანი გაქვთ ან მზის აბაზანების გამოა ძალიან გამომშრალი, საღამოს შხაპის შემდეგ, გამოიყენეთ მსუყე კრემი ან კარაქის ტიპის პროდუქტი, რომელიც ღრმად დაგიტენიანებთ კანს. შემადგენლობაში ყურადღება მიაქციეთ ისეთ ინგრედიენტებს, როგორებიცაა შიის, კაკაოს ან ნუშის კარაქები, მცენარეული ზეთები, სქუალენი, კერამიდები, შარდოვანა, ჰიალურონის მჟავა, პანთენოლი.

    ძალიან კარგი შემადგენლობა აქვს ლოქსიტანის Shea Butter Ultra Rich Body Cream-სა და Almond Delightful Body Balm-ს. არ დაგავიწყდეთ ქუსლების, იდაყვებისა და კუტიკულების დატენიანებაც; უკეთესი შედეგისთვის სასურველია პროდუქტები წაისვათ ნამიან კანზე, ასე უფრო მარტივადაც შეიწოვს კანი და ტენიანობაც გაიზრდება.

    და ბოლოს, მზეზე ყოფნისას აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი, რათა თქვენი კანი დაცული იყოს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან, ნაადრევი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენისგან. გამოიყენეთ პროდუქტი ფართო სპექტრის დაცვით და მინ. SPF30 და არ დაგავიწყდეთ განახლება. 

    ისიამოვნეთ თბილი და მზიანი დღეებით, მაგრამ ამავდროულად მოუსმინეთ თქვენი კანის საჭიროებებსაც და გამოიყენეთ თქვენს სხეულზე მორგებული, სასურველი შემადგენლობის, სურნელისა და ბიუჯეტის პროდუქტები, ყურადღება მიაქციეთ კანის ბარიერის დაცვას, ჰიდრატაციის აღდგენას და გარემო დაზიანების მინიმიზაციას, რათა გქონდეთ მბზინავი, გლუვი და ჯანსაღი კანი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი