მოდა და ტენდენციები მუდმივად იცვლება, თუმცა არსებობს ბრენდები, რომლებიც თავად აწესებენ თავის მოვლის უმაღლეს სტანდარტებს. სწორედ ასეთია L’Occitane, რომელიც გლობალურ 50 წლის იუბილეს სიახლეების მთელი სერიით აღნიშნავს. ბრენდის ყვითლად მოელვარე ბუტიკებში, უკვე გელოდებათ ლეგენდარული ნუშის ხაზის განახლებული კოლექცია, რომელიც სხეულის მოვლის სრულყოფილ რუტინას აერთიანებს.
L’Occitane-ის გლობალური იუბილე ერთჯერადი თარიღი არ არის, ეს არის მთელი წლის მანძილზე დაგეგმილი, კრეატიული დღესასწაულების სერია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კრეატიული ღონისძიებებით აღინიშნება. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა, სადაც ბრენდის 50 წლიანი ისტორია და ნუშის ლეგენდარული კოლექცია ჰარმონიის, რელაქსისა და სენსორული შეგრძნებების სინთეზად იქცა.
ემოციებისა და სრული განტვირთვისთვის მთავარი ხიდი ბგერითი თერაპიის სესია გახდა, რომელიც ლიკა ევგენიძემ წარადგინა. ვიდრე სივრცეში უნიკალური ინსტრუმენტების მისტიკური ხმები აჟღერდებოდა, გარემო ნუშის ახალი მისტის სურნელით გაიჟღინთა, სტუმრებს კი საშუალება მიეცათ, ნუშის სხეულის ზეთით განსაკუთრებული სენსორული გამოცდილება მიეღოთ
L’Occitane-ის მეგობრებს კიდევ ერთი განსაკუთრებული სიურპრიზი ელოდათ. კლასიკური იოგას სესიის მსვლელობისას, მატებზე მყოფ სტუმრებს მოულოდნელად ფუმფულა ლეკვები შემოუერთდნენ. ფიზიკური ვარჯიშისა და ოთხფეხა მეგობრების მიერ მოტანილი უსაზღვრო პოზიტივის სინთეზმა ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. სტუმრებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ L’Occitane-ის სამყარო მხოლოდ თავის მოვლა როდია, ეს არის სიცოცხლის სიყვარული, გულწრფელი ღიმილი და ბედნიერება.

L’Occitane-მა სტუმრებს ნუშის სამყარო გემოებითაც გაუზიარა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი დახვეწილი ფურშეტი ნამდვილ გასტრონომიულ აღმოჩენად იქცა. სპეციალურად შექმნილ მენიუში ყველაფერი , ფრანგული დესერტი თუ სასმელი, სწორედ ნუშის ბაზაზე იყო მომზადებული, რამაც პროვანსული ესთეტიკა კიდევ უფრო სრულყოფილი გახადა.
L’Occitane-მა თითოეულ სტუმარს საგანგებოდ შერჩეული საჩუქრები გადასცა, სადაც ნუშის განახლებული ხაზის გამორჩეული პროდუქტები იყო წარმოდგენილი. ეს სწორედ ის საზაფხულო Must-Have ასორტიმენტია, რომელიც კანის აბრეშუმისებრ ტექსტურაზე ზრუნავს – ნუშის შხაპის ზეთი და ანტიცელულიტური ზეთი. თუმცა წელს ამ ნაცნობი ჰიტების სიას კიდევ რამდენიმე განსაკუთრებული სიახლე დაემატა.

L’Occitane-ის ნუშის ხაზში წელს ბრენდმა არაერთი რევოლუციური პროდუქტი წარმოადგინა, რომელთა შორის მთავარი აღმოჩენა სხეულის აღმდგენი შრატია. პირველად ბაზარზე, სხეულის მოვლის პროდუქტში დამატებულია ჰიალურონის მჟავა. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ ეს მოწინავე ფორმულის მქონე შრატი ეფექტურად ებრძვის კანის 6 მთავარ პრობლემას, მათ შორის უხეშ ტექსტურას, ე.წ ‘’მარწყვის კანს’’, კანზე არსებულ ლაქებსა და ჩაბრუნებულ თმებს. ამავდროულად, პროდუქტი გამოირჩევა დაბერების საწინააღმდეგო 7 უნიკალური თვისებით, ხოლო მისი მსუბუქი ტექსტურა უზრუნველყოფს მყისიერ დატენიანებას და გაჯანსაღებას.

თუმცა, სიახლეები ამით არ სრულდება. მათ შორის არის თმისა და ტანის მისტი, რომლის დახმარებითაც ნუშის გამყოლი არომატი თქვენი მთელი დღის ერთგული მეგზური გახდება. და ბოლოს – ნუშის მბზინავი ზეთი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა კანის აბრეშუმისებრი ტექსტურისა და იდეალური იერის წარმოსაჩენად. L’Occitane-ის ეს ახალი ფორმულები სწორედ ის სიურპრიზებია, რომლებიც თქვენი ზაფხულის განუყრელ თანამგზავრებად იქცევიან.














