დღეს თავის მოვლის ინდუსტრია გაჯერებულია შიის ქარაქზე დამზადებული პროდუქტებით, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი ევროპული ისტორია სწორედ L’Occitane–მა დაიწყო. 1993 წელს ბრენდმა გაბედა და მანამდე უცნობი და ეგზოტიკური ინგრედიენტი, შიის კარაქი, საკულტო ხელის კრემის სახით წარადგინა. პროდუქტი მალევე იქცა მსოფლიო ბესთსელერად, თუმცა ბრენდის ისტორია ამ ტრიუმფამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.
1976 წელს, ახალგაზრდა ოლივიე ბოსანმა პირველი ეთერზეთის გამოხდა დაიწყო და მაშინ ვერავინ იფიქრებდა რომ ეს პატარა, არომატული ექსპერიმენტი საფუძველს ჩაუყრიდა , სილამაზის ინდუსტრიის ლიდერ ბრენდს სახელად L’Occitane. ბრენდის ნამდვილი, საკულტო გარდატეხა კი 1980 წელს მოხდა, როდესაც ოლივიე ბოსანი ბურკინო-ფასიში ჩავიდა. მან იქ აღმოაჩინა ადგილობრივი ქალები, რომლთა კანი, აფრიკის მცხუნვარე მზის მიუხედავად, აბრეშუმივით რბილი იყო. მათი საიდუმლო კი შიის ხის ნაყოფში იმალებოდა- ინგრედიენტში, რომელსაც ადგილობრივები ‘’ქალების ოქროს’’ უწოდებდნენ. ბოსანი მიხვდა რომ შიის კარაქი იმაზე მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ნედლეული და შექმნა L’Occitane-ის შიის ხელის კრემი, რომელიც დღეს ყოველ 3 წამში 1 ცალი იყიდება.
შიის ხელის კრემის, მეტალის ტუბი დღეს ავთენტურობისა და უცვლელი ხარისხის სიმბოლოა, რომლის დიზაინიც სულაც არ არის შემთხვევითი. მის მიღმა ოლივიე ბოსანის პირადი, ემოციებით სავსე ისტორია დგას. მხატვრების გარემოცვაში გაზრდილი ბავშვისთვის, დედის სამხატვრო პალიტრა და იქ მოფენილი საღებავების ტუბები, სამყაროს შეცნობის ნაწილი იყო. ოლივიემ გადაწყვიტა რომ კანის მოვლა ისეთივე შემოქმედებითი და ფასეული რიტუალია, როგორც ტილოზე ფერების დატანა და სწორედ ამან შთააგონა მას შიის ხელის კრემის ასეთი ფორმით შეფუთვაც.
დროთა განმავლობაში კლასიკური შიის ხელის კრემის გვერდით, ნამდვილი არომატების გალერეა გაჩნდა. დღეს ლოქსიტანი მუდმივად გვანებივრებს საინტერესო ვარიაციებით.
შია ლოქსიტანისთვის მხოლოდ ხელის კრემი არ არის. ბრენდს არაერთი პროდუქტი აქვს შიის კარაქის ბაზაზე დამზადებული. 1981 წელს, როდესაც ვოლქსში პირველი ბუტიკი გაიხსნა, ლოქსიტანმა მსოლფიოს შიის პირველი კოლექციაც წარუდგინა.
ლოქსიტანი წელს 50 წლის იუბილეს ზეიმობს . ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმა უცვლელი დარჩა მტავარი – პატივისცემა ბუნებისა და ადამიანების მიმართ. შიის ხელის კრემის ყოველი ტუბი, რომელიც დღეს ჩვენს ხელში ხვდება, ამ 50 წლიანი მემკვიდრეობის მატარებელია.
















