ფრანგული ბრენდი „ლოქსიტანის” და წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის პირველი კოლაბორაცია შედგა.

    ორი გამორჩეული ბრენდის კოლაბორაცია – ზაფხულის მიწურულს, წინანდლის მამულში გამართული კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეექვსე სეზონი ფრანგულმა სურნელებამ მოიცვა. წელს პირველად, წინანდლის ფესტივალის  სპონსორი „ლოქსიტანი” გახდა, პროვანსული ბრენდი, რომელიც ქმნის 100%-მდე ნატურალური შემადგენლობის სუნამოებს, სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს და თავს იწონებს ყვითელი მაღაზიებით მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.
     31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის ფარგლებში, გაიმართა 17 კონცერტი, სამხატვრო გამოფენები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება, რომელსაც მსახიობები, მუსიკოსები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ლოქსიტანის მეგობარი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

    წინანდლის ფესტივალის მეექვსე გამოშვება პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შესრულებითა და ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით, 31 აგვისტოს, ვერდის რეკვიემით გაიხსნა. 8 სექტემბრის ჩათვლით, ამფითეატრისა და კამერული დარბაზის სცენები დაიკავეს საერთაშორისო კლასიკურმა ვარსკვლავებმა, მათ შორის იყვნენ მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი დირიჟორები, პიანისტები, ვირტუოზი სოლისტები და კლასიკური მუსიკის გამორჩეული შემსრულებლები. ფესტივალის ფარგლებში, სასცენო შესრულებით აუდიტორიის წინაშე წარსდგა ქართული ნაციონალური საბალეტო დასი „სუხიშვილები“.


     კონცერტების პარალელურად,  ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში, ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის, ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენა გაიხსნა. წინანდლის მამულში კი, ფესტივალის ბოლომდე ლოქსიტანის გამორჩეული დეკორაციები განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდა. ცხრა დღის განმავლობაში, წინანდლის ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, აღმოეჩინათ ფრანგული ბრენდის წამყვანი ხაზები – „ღვთაებრივი უკვდავა”, „პროვანსული ნუში” და მსოფლიო ბესტსელერი „შია”, რომლებიც ჭავჭავაძეების ბაღში პროვანსის სურნელოვან სამყაროს აცოცხლებდნენ.

    „საქართველოს აქვს მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანების წარმოების დიდი ისტორია, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მხატვრებზე, ჩვენს საზღვრებს მიღმა. წინანდლის ფესტივალი ეყრდნობა მხატვრული ბრწყინვალების ამ საფუძველს და წარმოადგენს ცენტრს კლასიკური სამყაროს დამკვიდრებული და ამომავალი ვარსკვლავებისთვის. ამ დღეებში, წინანდალი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის მეექვსე წელს ძალიან საინტერესო და ძლიერი მხარდამჭერები შემოუერთდნენ წინანდლის ოჯახს, მათ შორის არის ლოქსიტანი, რომელმაც დაგვამშვენა. მიხარია, რომ დავიწყეთ თანამშრომლობა და ვიმედოვნებ, შემდეგ წლებშიც ასეთივე წარმატებით გაგრძელდება“, – აღნიშნა წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დავით საყვარელიძემ.

    „უკვე მეექვსე წელია, წინანდლის ფესტივალი განსაკუთრებულ მუსიკალურ დღესასწაულს სჩუქნის აქ ჩამოსულ მსმენელს. მართლაც ფანტასტიკაა, რაც ხდება ჩვენი ქვეყნისთვის, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვისა და მელომანებისთვის, რადგან არტისტები, რომლებიც ჩვენთან ცოცხლად ასრულებენ, არიან ის სახელები, რომლებმაც უკვე დაიპყრეს საერთაშორისო საკონცერტო სცენები. მათ შორისაა ჯანანდრეა ნოზედა, რომელიც დირიჟორობდა პანკავკასიურ ორკესტრს და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი, მიხაილ პლეტნევი, რომელიც, ძირითადად, ყველგან საკუთარ როიალთან ერთად მოგზაურობს. ამ მასშტაბის და მაღალი ხარისხის ფესტივალის შექმნას, რა თქმა უნდა, ბევრი პარტნიორი სჭირდება. მიხარია, რომ წელს „ლოქსიტანი“ შემოუერთდა წინანდლის ფესტივალს და კიდევ უფრო არომატული გახადა ის მუსიკა, რომელსაც ჩვენ ამფითეატრსა თუ კამერულ დარბაზში ვისმენთ“ – აღნიშნა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, დავით ალადაშვილმა.

    “ლოქსიტანი ყოველთვის მხარს უჭერს ხელოვნებას. წინანდლის მუსიკალური ფესტივალი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო მუსიკოსების ნიჭი და ოსტატობა ერთიანდება. ფესტივალი არა მხოლოდ მაღალი დონის მუსიკალურ გამოცდილებას სთავაზობს მსმენელს, არამედ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ვფიქრობ, წინანდლის მუსიკალური ფესტივალი სწორედ ის კულტურული ღონისძიებაა, რომელშიც ლოქსიტანმა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. ორ გამორჩეულ ბრენდს შორის კოლაბორაცია ძალიან ბუნებრივად შედგა. როგორც გლობალური ბრენდი, ამ საერთაშორისო ფესტივალის მხარდაჭერით, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სახელოვნებო მუსიკალური სამყაროს განვითარებასა და კულტურების დაახლოებას მსოფლიო მასშტაბით. პროექტს ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და მასშტაბების გაზრდას”,– განაცხადა ლოქსიტან საქართველოს დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ლიკა ლობჟანიძემ.

    ლოქსიტანი, ცნობილი თავისი განსაკუთრებული საჩუქრებითა და დახვეწილი შეფუთვებით, ამჯერადაც საკუთარი ტრადიციების ერთგული დარჩა. ფესტივალის განმავლობაში, ბრენდმა მრავალი სტუმარი გაახარა გამორჩეული საჩუქრით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფესტივალისთვის სპეციალურად მოწვეულ საერთაშორისოდ აღიარებულ პიანისტებს, რომელთაც გადაეცათ ლოქსიტანის მსოფლიო ბესტსელერი შიის ხელის კრემი – გამორჩეულად საყვარელი და მუდმივად თან სატარებელი პროდუქტი ნებისმიერი პიანისტისთვის.

    წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის მეექვსე სეზონი წარმატებით დასრულდა და მასში მსოფლიოში წამყვანმა არაერთმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. პროვანსული სურნელებითა და სილამაზით, ლოქსიტანი პირველად გახდა წინანდლის ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერი. ფრანგული ბრენდი წარმოდგენილია როგორც 3 სილამაზის ბუტიკით: ჭავჭავაძის 40 ნომერში, საბურთალო სითი მოლსა და გალერია თბილისში, ასევე ონლაინ მაღაზიით, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მსურველს 100%-მდე ნატურალური შემადგენლობის თავის მოვლის პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. ახალ სეზონთან დაკავშირებით, ლოქსიტანი საკუთარ მომხმარებლებს უამრავ სიახლეს ჰპირდება, მათ შორის სიახლეებს ისეთ ცნობილ ხაზებში, როგორიცაა მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლოდ აღიარებული – ღვთაებრივი უკვდავა, პროვანსული ნუში, მსოფლიო ბესტსელერი შია და უამრავი სხვა. ლოქსიტანი მომდევნო წლებშიც ჩაერთვება მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებში და მის გულშემატკივრებს, ბევრ სიახლეს შესთავაზებს.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი