წინ კლასიკური სიმფონიებით გაჯერებული შემოდგომა გველოდება, რადგან წინანდლის მამულში, მუსიკალური ფესტივალისთვის ემზადებიან. ადგილს, რომელსაც დიდი ისტორიული ბიოგრაფია აქვს, სექტემბრის მუსიკალური საღამოები, უკვე მეშვიდე წელია, საამაყო მემკვიდრეობად მიჰყვება. ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა წელს, 4 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე გასტანს. ამ 10 დღის გნმავლობაში, ქართველი და უცხოელი ვირტუოზი შემსრულებლები, კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და მსმენელთან ერთად, განსაკუთრებულ კულტურულ სივრცეს შექმნიან.
წელს უკვე მეორედ, ფესტივალის სპონსორი, ფრანგული ბრენდი L’Occitane-ია. ბრენდი, რომლის ფილოსოფიაც სწორედ ჰარმონიასა და ბუნების სილამაზეს ეფუძნება. სწორედ ამიტომ ეს თანამშრომლობა, საერთო ღირებულებების თანხვედრაა: მუსიკა, რომელიც ემოციებით გვავსებს და ბუნება, რომელიც შთაგონებას ბადებს.
L’Occitane-სთვის ხელოვნების მხარდაჭერა ისეთივე ორგანულია, როგორც ადამიანების ყოველდღიურობაზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ, პროვანსული სურნელი და ქართული კლასიკური მუსიკის სცენა, წინანდალში კიდევ ერთხელ გაერთიანდება. ლოქსიტანი კი არ არის უბრალოდ კოსმეტიკის ბრენდი, ეს არის მოგზაურობა პროვანსის მზიან მინდვრებში, სადაც ბუნებრივი ინგრედიენტები საგულდაგულოდ იკრიფება. თითოეული პროდუქტი არა მხოლოდ კანზე ზრუნავს, არამედ სენსორულ გამოცდილებას გჩუქნით და ამშვიდებს თქვენს სულს. ბრენდის სიძლიერე სწორედ მის ინგრედიენტებშია. L’Occitane იყენებს პროვანსის ყველაზე ძლიერ და სუფთა ნედლეულს, მსოფლიოში ცნობილია უკვადავას სახის მოვლის ხაზით, ნუშის სხეულის მოვის პროდუქციით და ყველაზე მოთხოვნადი ხელის კრემებით.

2025 წლის სეზონს, მე-19 საუკუნის თაღოვანი მარნების თავზე გაშენებულ ამფითეატრში, ჯანანდრეა ნოზედა და პიანისტი ბეჰზოდ აბდურაიმოვი გახსნიან. წლევანდელი ფესტივალის მსვლელობისას, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან, გიორგი გიგაშვილი, ალექსანდრა დოვგანი, ჟულიენ კვენტინი, ნიკოლაი ლუგანსკი, ანდრას შიფი, ცოტნე ზედგინიძე და სხვები. ლეგენდარული დირიჟორი ზუბინ მეტა წელს წინანდალს კვლავ ეწვევა და მალერის პირველი სიმფონიით 14 სექტემბერს საზეიმოდ დახურავს ფესტივალს.

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, აგრძელებს ტრადიციას, თავისი მრავალფეროვანი პროგრამით, არაჩვეულებრივი მუსიკოსებით და თანამედროვე მუსიკალური აქცენტებით. L’Occitane კი კვლავ ამ ისტორიული ფესტივალის გვერდით დგას და გპირდებათ რომ , ალექსანდრე ჭავჭავაძის ისტორიულ მამულში, ისეთივე ქარვისფერ აქცენტებს დაგახვედრებთ, როგორი შემოდგომაც გველის წინ. L’Occitane -სგან კი სიახლეები ამით არ სრულდება. წინ განსაკუთრებული ახალი წელი გველის, რადგან ლოქსიტანი უამრავ სიურპრიზთან ერთად, განახლებულ ასორტიმენტს, ახალ პროდუქტებსა და უამრავ სიახლეს გიმზადებთ. თუმცა ახალ წლამდე, ჯერ წინანდლის ფესტივალია. ასე რომ, უკვე მეშვიდედ, აღმოსავლეთ საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში, მუსიკის ლამაზ დღესასწაულზე გელოდებით.











