ლონდონის მოდის კვირეულზე ბექჰემების ოჯახი სრული შემადგენლობით მივიდა

    გუშინ, ლონდონის მოდის კვირეულზე, ვიქტორია ბექჰემის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ჩვენებაზე ბექჰემების ოჯახი ვიქტორიას მხარდასაჭერად სრული შემადგენლობით მივიდა.

        

    თუმცა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დევიდისა და ვიქტორიას უფროსი ვაჟი, ბრუკლინი და მისი მეგობარი გოგო, ჰანა ქროსი მოექცნენ. პირველად ისინი ერთად 1 წლის წინ გამოჩნდნენ და მას შემდეგ ჰანა ბექჰემებს თითქმის ყველგან ახლავთ თან. წყვილი მთელ დროს ერთად ატარებს. ყველა აღნიშნავს, რომ ჰანა ბექჰემების ოჯახში ბრუკლინის ყოფილ შეყვარებულებზე მეტად არის მიღებული.

    ჰანა ქეოსი 22 წლის წარმატებული მოდელია. საკმაოდ აქტიურია ინსტაგრამზე და 27 ათასი გამომწერი ჰყავს. ბრუკლინ ბექჰემი კი 19 წლისაა, ის ხელოვნების სკოლაში სწავლობს და ფოტოგრაფიას ეუფლება.

     

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი