ლონდონში ბალენსიაგას ახალი მაღაზია იხსნება!

    ყველასთვის საყვარელმა ქართველმა დიზაინერმა “ბალენსიაგას” ახალი მაღაზიის ინტერიერის დიზაინი შექმნა. მანამდე, “ბალენსიაგას” მოდის სახლის მაღაზიების უმეტესობა მოპირკეთებული იყო ეკოლოგიურად სუფთა მწვანე მარმარილოთი, რომელიც ხაზს უსვამდა იმდროინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელების ესთეტიკას. დემნამ კი ლონდონის ახალი ლოკაციის დიზაინით საკუთარი ხედვა გამოხატა.

    ინტერიერის ფერებსა და დემნას გასულ კოლექცების ფერებს შორის აშკარა მსგავსებაა. ასევე შეიმჩნევა გვასალიასათვის დამახასიათებელი ავანგარდულობა და ფორმებისადმი ტრფობის სურვილი.

    ავტორი: გიორგი გუნჯუა

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი