მაილი საირუსი ლიამ ჰემსვორტთან ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდა

    გუშინ მაილი საირუსი The Joe Rogan Experience-თან სტუმრად იმყოფებოდა, სადაც გულწრფელად ისაუბრა ყოფილ მეუღლესთან დაშორების შესახებ. ,,ახლახან დავასრულე ხმაურიანი განქორწინება. სინამდვილეში მივხვდი, რომ ერთმანეთი ისე აღარ გვიყვარდა, როგორც ადრე“-განაცხადა მან.

    მომღერალმა ნარკოტიკების მოხმარებაზეც ისაუბრა: ,,იმის ცოდნამ, რომ ნარკოტიკებს ვეჩვეოდი, თავი ძალიან ცუდად მაგრძნობინა“- განაცხადა მან. თუმცა ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია, რადგან საკუთარი თავი თვითონ ეკუთვნის.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი