მადონა ჯუღელი: “დისბიოზის აღდგენის ერთადერთი გზა პრობიოტიკების გამოყენებაა”

    ორსულობა-ლაქტაციის დროს და ზრდასრულ ასაკში, ქალბატონების ორგანიზმში ბაქტერიების დაბალანსებული ოდენობით არსებობა და მათი აღდგენაუმნიშვნელოვანესია. Beauty Magazine დისბიოზზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და მკურნალობის გზებზე საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტს, გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორს, ქალბატონ მადონა ჯუღელს ესაუბრა.

    ქალბატონო მადონა, რა იწვევს ქალბატონებში დისბიოზს?

    ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიები 10 ტრილიონით აღემატება ჩვენი უჯრედების რაოდენობას და მათზე არსებული გენეტიკური ინფორმაციაც 150-ჯერ მეტია ჩვენს საკუთარ გენეტიკურ ინფორმაციაზე. ეს მოცემულობა გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ჩვენ ადამიანები მოსიარულე მიკრობები ვართ. ბაქტერიები უდიდეს როლს ასრულებენ ჩვენს ჯანმრთელობაში. განსაკუთრებით ყურადსაღები ნაწლავისა და უროგენიტალური ტრაქტის მიკრობიოტაა, ანუსისა და საშოს ანატომიური სიახლოვე უზრუნველყოფს  მიკროორგანიზმების მაღალი სიხშირით გაცვლას მათ შორის.

    ორგანიზმში ფიზიოლოგიური მიკრობიომის შემადგენლობისა და მისი ცხოველქმედების ადგილის რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებებს დისბიოზს უწოდებენ. დისბიოზის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა საშოს ნორმალური ფლორის დარღვევა ანუ საშოს დიბიოზია, ასევე ბაქტერიული ვაგინოზი, არასპეციფიური ვაგინიტი ან ვულვოვაგინალური კანდიდოზი. აღნიშნული პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას იწვევს სხვადასხვა მიზეზი: სამკურნალო პრეპარატები (ანტიბიოტიკები, ჰორმონები); კონტრაცეპტივები (სპერმიციდები, პრეზერვატივები, სპირალი); მრავალი სქესობრივი პარტნიორი, აქტიური სექსუალური ცხოვრება; სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები; ქრონიკული სტრესი; სინთეტური ტანსაცმელი; არაბალანსირებული, არაჯანსაღი კვება; ინტიმური ჰიგიენის დარღვევა; ჰიგიენური საშუალებების ზედმეტად და არარაციონალურად გამოყენება (საფენები, ტამპონები, დასაბანი საშუალებები, გამორეცხვები და სხვა); თვითმკურნალობა; ქირურგიული ჩარევა და ა.შ ასევე უროგენიტალური ტრაქტის დისბიოზის გამომწვევად ითვლება ისეთი ფიზიოლოგიური მოვლენები, როგორიცაა ორსულობა/ლაქტაცია; კლიმაქტერული ასაკი; ესტროგენების დაბალი მაჩვენებელი, მენსტრუაციის პერიოდი; სქესობრივი აქტიდან 24-48 საათი. სტატისტიკურად, გინეკოლოგთან ვიზიტის ძირითად მიზეზს ვაგინალური დისკომფორტი წარმოადგენს და მსოფლიოში 1 მილიარდს შეადგენს წელიწადში.

    რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს დისბიოზის დარღვევამ ქალის ორგანიზმზე?

    უროგენიტალური ტრაქტის დისბიოზი მეტად საყურადღებოა, რადგან ქალის რეპროდუქციული სისტემის სიჯანსაღე კორელაციაშია ლაქტობაქტერიების არსებობასთან, რომლებიც საშოს ფლორის 90%-ს წარმოადგენენ და მონაწილეობენ PH -ის დონის რეგულირებაში, ანთებითი ციტოკინების მოდულირებაში; წყალბადის პეროქსიდის (H2O2), ბაქტერიოცინისა და  ბიოსურფანქტატის  გამომუშავებაში – რაც პათოლოგიური ფლორის დათრგუნვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს; ასევე, ლაქტობაქტერიებს ახასიათებთ იმუნომოდულატორული აქტივობაც. შესაბამისად, ლაქტობაქტერიების დეფიციტი დისბიოზი მნიშვნელოვან, ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ქალის რეპროდუქციული სისტემის სიჯანსაღის კუთხით. იზრდება უროგენიტალური ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკი, აღინიშნება შემაწუხებელი გამონადენი, ქავილი და დისკომფორტი, რაც აუარესებს ცხოვრების ხარისხს.  2019 წლის, ევროპის გინეკოლოგთა ასოციაციის მეცამეტე კონგრესზე ხაზგასმით აღნიშნეს მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა საშოსა და ენდომეტრიუმის დისბიოზის კავშირი ქალებში ფერტილობის (შვილოსნობის) უნარის დაქვეითებასთან. აღმოჩნდა, რომ ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ საშოსა და ენდომეტრიუმში ლაქტობაქტერიების არადომინანტური მოცემულობა (NLD) ხელოვნური განაყოფიერების დროს ინპლანტაციის ნეგატიური გამოსავალის რისკის მატულობს.

    რა გზებით ხდება ვაგინალური და რეპროდუქციული სისტემის მიკროფლორის აღდგენა და რა როლი აქვს ამ მხრივ პრობიოტიკებს?

    დისბიოზის აღდგენის ერთადერთი გზა პრობიოტიკების გამოყენებაა. ხშირად, უროგენიტალური ტრაქტის მიკრობიოტის აღსადგენად ადგილობრივ პრობიოტიკულ საშუალებებს (მაგ: სანთლებს) იყენებენ, რაც არ იძლევა გრძელვადიან თერაპიულ შედეგს. მიზეზი მარტივია, როგორც უკვე ავღნიშნე, საშოსა და ანუსის ანატომიური სიახლოვე განსაზღრავს მათ შორის მიკროორგანიზმების მიმოცვლას. გარდა ამისა, ნაწლავისა და ურეთრის დისტალური ნაწილი, შორისი და საშო ამოფენილია ბიოფილებით – სპეციალური საფარით, რომელზეც სახლობენ ლაქტო, ბიფიდო და ზოგიერთი პირობითპათოგენური ბაქტერია. ბიოფილმზე აქტიური მოძრაობის გამო ბაქტერიები გადაადგილდებიან ანუსიდან საშოსკენ. ბიოფილმებზე განვითარებული ლაქტო და ბიფიდობაქტერიების დეფიციტი იწვევს პათოგენური მიკრობიოტის ფორმირებას, რაც გულისხმობს სწორი ნაწლავიდან საშოსკენ პათოლოგიური მიკროორგანიზმების ნაკადის აქტიურ გადასვლას. შესაბამისად, ადგილობრივი გამოყენების ვაგინალური საშუალებები მხოლოდ ლოკალურად უზრუნველყოფენ ფლორის აღდგენას (არ აღადგენენ ბიოფილმებზე და ნაწლავში განვითარებულ ლაქტო და ბიფიდიმაქტერიების ბალანსს) და ამასთანავე, ხშირად საშოს Ph-ის დისბალანსს იწვევენ, რაც ამცირებს ლაქტობაქტერიების კოლონიზაციის მაჩვენებელს. ჩემს პრაქტიკაში, საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით, უპირატესობას ვანიჭებ პერორალურად მისაღებ პრებიოტიკებს, რადგან ისინი აღადგენენ ორგანიზმის საერთო მიკრობიომას, იწვევენ ნაწლავის ოპტიმალურ კოლონიზაციას, საიდანაც ბიოფილმების დახმარებით, ბიოლოგიური გზით ხდება უროგენიტალური მიკრობიოტის აღდგენა. სწორედ ეს გვაძლევს მაღალ თერაპიულ ეფექტს ხანგრძლივი შედეგით.

    როგორ შევარჩიოთ სწორად პრობიოტიკები?

    პრობიოტიკის შერჩევისას აუცილებლად რამდენიმე ფაქტორი უნდა იქნას გათვალისწინებული, მაგალითად: პრობიოტიკის მწარმოებელი საწარმო და ქვეყანა – ყურადსაღებია მწარმოებლის ხარისხი, გააჩნია თუ არა მას საერთაშორისო სტანდარტები, ხდება თუ არა WHO-სა და FAO-ს პრობიოტიკული საშუალებებისადმი მოცემული კრიტერიუმების სრული დაკმაყოფილება; რამდენად შესწავლილია პრობიოტიკული შტამები და აქვს თუ არა კლინიკურად დადასტურებული უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მაჩვენებლები; აპრობირებულია თუ არა ევროპისა და მსოფლიოს სხვა წამყვან ქვეყნებში; მნიშვნელოვანია რა დანამატებს შეიცავს; გამოშვების ფორმა და მიღების კომფორტულობა და ა.შ…

    აღნიშნული კრიტერიუმებს აკმაყოფილებს „ბიოპრონ 9 პრემიუმი“, რომელსაც ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ. ეს გახლავთ ჩეხური, ძალიან ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი, რომლის თერაპიული ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადასტურებულია კლინიკური კვლევებითა და ევროპელი სპეციალისტების პრაქტიკული გამოცდილებით. აღსანიშნავია, რომ „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ წარმოადგენს ლაქტო და ბიფიდობაქტერიების ოპტიმალურ კომპლექსს – მოცემულია 9 ბაქტერიული შტამი 20 მილიარდის ოდენობით, რაც იდეალური კომბინაციაა როგორც ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული, ისე ორსულობა-ლაქტაცით, კლიმაქტერულ პერიოდით ან სხვა გენეზით გამოწვეული ვაგინალური დისბიოზის პრევენციისა და მკურნალობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ინოვაციური გამოშვების ფორმა – პრობიოტიკის მრავალშრიანი პროტექცია, რაც უზრუნველყოფს ბაქტერიების მაღალ აციდორეზისტენტობას და უნარს, მოახდინონ კოლონიზაცია კონკრეტულად ნაწლავში, ბიოფილმებზე, საიდანაც ადვილად ხდება მათი გადასვლა საშოში და სხვა ორგანოთა სისტემაში.

    როგორ ხდება მიკროფლორის შენარჩუნება?

    იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ფიზიოლოგიური, ჯანმრთელი მიკრობიოტა აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბალანსირებული კვება, ჰიგიენის ნორმების დაცვა და რაც შეიძლება ნაკლები ანტიბიოტიკოთერაპია.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი