მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა ვენები გადაიჭრა?!

    ცოტა ხნის წინ, მაიკლ ჯექსონის შესახებ 4 საათიანი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბის აჟიოტაჟი და უკმაყოფილება გამოიწვია. ფილმს “ნევერლენდიდან წასვლა” ჰქვია და მისი შემქმნელები ცნობილ პოპ მომღერალს პედოფილიაში ადანაშაულებენ.

    ამის პარალელურად, გავრცელდა ჭორები, რომ მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა, პარის ჯექსონმა თვითმკვლელობა სცადა და ვენები გადაიჭრა! სასწრაფომ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მალევე გამოწერეს. როგორც ამბობენ, ოჯახი ცდილობს პარისი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობაზე დაითანხმოს.

    ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, პარისს გასამხნევებლად ნათლია, მაკალაი კულკინი ესტუმრა: “მაკალაის ნათლულთან კარგი ურთიერთობა აქვს, გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივად იცნობდა მაიკლს და ნამდვილად შეძლებს პარისის დამშვიდებას.”

    ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პარის ჯექსონმა შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: “bulls–t. f—k you you f—king liars.”

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი