ლედი გაგამ მაიკლ პოლანსკის სახით ახალი სიყვარული იპოვა. ამის შესახებ მან თებერვალში განაცხადა. პოლანსკი სან-ფრანცისკოში მდებარე “პარკერ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორია. აღნიშნულ ორგანიზაციას შონ პარკერი ხელმძღვანელობს, რომელმაც მუსიკალური სერვისი Napster დააარსა და რომელიც Facebook–ის ყოფილი პრეზიდენტია. პოლანსკი ჰარვარდის კურსდამთავრებულია, სადაც ის 2000-იანი წლების დასაწყისში გამოყენებით მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს სწავლობდა.
საინტერესოა, ამჯერად რამდენ ხანს გასტან ვარსკვლავის სასიყვარულო ურთიერთობა.














