მაილი საირუსი მეგობარ გოგოს დაშორდა

    მაილი საირუსი და კაიტლინ კარტერი ერთმანეთს დაშორდნენ. კაიტლინი მომღერლის საუკეთესო მეგობარია, თუმცა ბოლო დროს გავრცელდა ჭორები, რომ გოგონებს შორის ურთიერთობა მეგობრულს გასცდა და რომანტიულში გადაიზარდა.

    მაილისა და კეიტლინის რომანტიული ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გოგონები ქმრებს დაშორდნენ. ამერიკული ტაბლოიდები წერდნენ, რომ ამის შემდეგ 26 წლის საირუსი და 31 წლის კარტერი ლოს ანჯელესში ერთადაც ცხოვრობდნენ. ბოლოს პაპარაცებმა გოგონები ერთად რამდენიმე დღის წინ ნახეს. მიუხედავად მათი დაშორებისა, ისინი კვლავ მეგობრებად რჩებიან.

    ჟურნალი People იმასაც წერს, რომ ლიამ ჰემსვორტი მაილის სწორედ კაიტლინთან მისი „იდუმალი“ ურთიერთობის გამო დაშორდა. ავსტრალიელა მსახიობმა განქორწინების შესახებ სასამართლოს აგვისტოში მიმართა. წყვილი დაქორწინებული სულ 7 თვე იყო, თუმცა რამდენიმეწლიანი რომანი აკავშირებდათ. კეიტლინ კარტერიც მეუღლეს, სწორედ აგვისტოში დაშორდა.

    ავტორი: რუსკა კრაწაშვილი

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი