მაილი საირუსი შეყვარებულთან ერთად მაიამის სანაპიროზე დააფიქსირეს

    მაილი საირუსს ახალი შეყვარებული ჰყავს. მისი რჩეული კოდი სიმპსონია, რომელთან ერთადაც სულ უფრო ხშირად და თამამად ჩნდება. ამჯერად წყვილი მაიამის სანაპიროზე დააფიქსირეს.

    გარშემო პაპარაცების მიუხედავად, წყვილი მშვიდად ისვენებდა, ეხუტებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ. სხვათა შორის, ამერიკული პრესა აქტიურად წერდა მაილის შესაძლო ორსულობაზე (მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ კლინიკაში დაინახეს). თუმცა, მოგვიანებით კოდიმ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ არაჩვეულებრივად არიან და ბავშვის გაჩენას ჯერ არ გეგმავენ.

    შეგახსენებთ, რომ მაილი ცოტა ხნის წინ დაშორდა მსახიობ ლიამ ჰემსვორთს და მალევე გააბა რომანი მომღერალ კოდი სიმფსონთან. სავარაუდოდ ლიამთან დაშორების მიზეზი სწორედ კოდი იყო.

     

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი