ამაზონის დამფუძნებლის ყოფილი ცოლი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სამეულში იქნება

    ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ყოფილ მეუღლეს 35,6 მილიარდ დოლარს გადაუხდის, რის შედეგადაც მაკკენზი მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიაში მე-3 ადგილს დაიკავებს.

    აქამდე, ჯეფ ბეზოსი მსოფლიოს უმდიდრეს კაცად ითვლებოდა 110 მილიარდით, მეორე ადგილს კი ბილ გეითსი იკავებდა – 99,5 მილიარდით. ჯეფმა თქვა, რომ „მაკკენზი შესანიშნავი პარტნიორი, ცოლი და დედაა“.

    შეგახსენებთ, რომ ისინი 1993 წელს დააქორწინდნენ და 4 შვილი ჰყავთ. ერთი შეხედვით, იდეალური ოჯახის დანგრევის შესახებ 2019 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

    დატოვეთ კომენტარი

    დაწერეთ კომენტარი!
    გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი